Aa Aa
1 ივლისი 2024  |  15:48

მძარცველებმა Porsche Taycan-ს წინა ფარები „ამოგლიჯეს“

თაღლითებმა მანქანის წინა ფარების მოსაპარად თუნუქის საჭრელი მაკრატელი გამოიყენეს.

მანქანის ნაწილების მოპარვა დანაშაულის იშვიათ ფორმებს შორის ნამდვილად არ გვხვდება. პირიქით, ავტომობილებიდან ბორბლების, კატალიზატორების, რადიოს ან თუნდაც, ინტერიერის სრულიად უბრალო აქსესუარების მოპარვაც კი, საკმაოდ ხშირია. ამ Porsche Taycan Cross Turismo-ს შემთხვევაში, მძარცველებმა სამიზნეში მანქანის წინა ფარები ამოიღეს და ამისთვის, საკმაოდ უცნაური ხერხიც მოიფიქრეს.

დანაშაულის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელ Reddit-ზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ განთავსდა. საბოლოო შედეგი „უცნაურად“ შემაშფოთებელია.

შემთხვევა ორშაბათს ღამით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მოხდა. მძარცველების მსხვერპლი ტრასის პირას დაპარკინგებული Porsche გახდა, რომელსაც ფარები, არც მეტი არც ნაკლები, ნათურების გამორთვის მიზნით, თუნუქის საჭრელი მაკრატლით „ამოაჭრეს“. დანაშაულის შემდეგ კი, Taycan-ი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ახლად გახსნილი კონსერვის ქილა.

R.I.P Taycan Turismo - brutal headlight theft
byu/No_Supermarket9751 inPorsche

მძარცველებისგან განადგურებულ Porsche Taycan-ს ფარების გამოცვლის გარდა კორპუსის შეკეთებაც ესაჭიროება. წინა ფარების შეცვლა, მანქანის მფლობელს, შესაძლოა $2,829,43-დან $3,602,11-მდე დაუჯდეს, კონტროლის მოდულები კი შეკეთების ხარჯებს დამატებით, 373,49-დან $889,32-მდე ზრდის. გასათვალისწინებელია ფარების დასარეგულირებელი მექანიზმის ღირებულება, თითოეული $325.39, შეღებვის საფასური... შედეგად, მანქანის შეკეთების ღირებულება უფრო და უფრო იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა სულაც არაა, როდესაც მძარცველებმა Taycan-დან სწორედ წინა ფარები მოიპარეს. როგორც Reddit-ის პოსტებიდანაც ირკვევა, Porsche-ს ფარები მძარცველთა სამიზნედ, გასულ წლებშიც არაერთხელ ქცეულა. 

 

გაზიარება: