სიგიჟე: ეს V8-ძრავიანი ბურღია
გაინტერესებდათ როგორი იქნებოდა უკაბელო V8 ბურღი? ის აქ არის!
რა შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის უმთავრეს მიღწევად? ელექტროენერგიის გამოყენება? მთვარეზე დაჯდომა? იქნებ დემოკრატია? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთული იქნებოდა რომ არა ერთი „იუთუბერი“, რომელმაც ახლახან V8-ძრავიანი ბურღი შექმნა.
Toyan-ის აგრეგატი 28 კუბური სანტიმეტრი მოცულობისაა. 11 200 ბრუნზე ის 4.3 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო წუთში 12 500 ბრუნის ასრულებს. ამ ძრავას დისტანციური სათამაშო მანქანებისთვის იყენებენ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ის უკაბელო ბურღის ბატარეის ჩასანაცვლებადაც გამოდგება.
V8-ძრავიანი ბურღის შესაქმნელად დიდი დრო დაიხარჯა. „იუთუბერს“ ამისთვის დისტანციური კარტერისა და საწვავის ავზის გაკეთება დასჭირდა. ასევე, ერთმანეთთან დააკავშირეს ბურღის ღილაკი და ძრავის სარქველი. ყველაზე რთული საქმე კი ბურღის წვერისა და ძრავის მუხლა ლილვის გადაბმა იყო. ყველა ეს სამუშაო დიდ დროს მოითხოვს.
CrystalAuto-ს პორტალზე ასეთ მინიატიურულ ძრავებზე ხშირად დაგვიწერია. უნდა ვაღიაროთ, რომ მაგარი გასართობია. ახლა კი ასეთი ძრავით ბურღის გაკეთებამ უფრო სახალისო ხასიათი მიიღო. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ V8 ელექტრო ბატარეას დატენიდა და ხელსაწყო ჰიბრიდული იქნებოდა. თუმცა, მხოლოდ შიგაწვის წვის ძრავით მისი აღჭურვა, ალბათ, უფრო ეფექტურია.
შეიძენდით ასეთ ბურღს? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.