Aa Aa
3 ივლისი 2024  |  15:38

მინების დამუქება 60%-მდე გაიზარდა

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ვგებულობთ, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა. რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა უცვლელი რჩება.

გაზიარება: