Aa Aa
3 ივლისი 2024  |  17:00

0-400-0 კმ/სთ: Koenigsegg-მა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

Jesko Absolut-მა 0-დან 400 კმ/სთ-ს მიაღწია და კვლავ 0-ს დაუბრუნდა: სულ რაღაც, 27.83 წამში.

Koenigsegg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Jesko Absolut-მა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა: მანქანამ 0-დან 400 კმ/სთს-ს მიაღწია და შემდეგ კვლავ ნულის ნიშნულს დაუბრუნდა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი რეკორდულ, 27.83 წამში მოახერხა. შედეგად, Jesko Absolut-მა 2023 წელს, Koengisegg Regera-ს მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა - 0.98 წამიანი სხვაობით.  

შვედური ავტომწარმოებლის განცხადებით, Jesko-მ ორშაბათს კიდევ ერთი რეკორდის გაუმჯობესება შეძლო. კერძოდ, 0-402-0 კმ/სთ-ს 28.27 წამში მიაღწია (1.33 წამით ნაკლები, ვიდრე Regera-ს რეკორდი). ამასთან ერთად კი, ორივე მანძილზე Jesko-მ ყველაზე სწრაფი, სერიული წარმოების მანქანის სტატუსიც მოიპოვა. ოთხივე რეკორდი მარკუს ლუნდმა, შვედეთის „ორებროს“ აეროდრომზე, 27 ივნისს დაამყარა.

Jesko პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური „სუპერქარია“. მანქანა 5-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8-ითაა აღჭურვილი და E85 ოქტანობის ბენზინზე, 1600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის 9-სიჩქარიან გადაცემათა გადაცემათა კოლოფს კი 7 ქურო აქვს, სიჩქარეებში სწრაფი გადართვისთვის.

ვიდეოჩანაწერშიც ჩანს ის შთამბეჭდავი შედეგი, რომლის დაფიქსირებაც „ორებროს“ ტრასაზე Absolut-მა მოახერხა. თუმცა, როგორც Koenigsegg-ის დამფუძნებელი კრისტიან ფონ კოენიგსეგი ვარაუდობს, Jesko Absolut-ს შეუძლია 530 კმ/სთ-საც კი მიაღწიოს. ასე რომ, სამომავლოდ, Koenigsegg-სგან ახალ ექსპერიმენტებსაც უნდა ველოდოთ.

 

 

გაზიარება: