1010-ცხენისძალიანი 2020 Audi RS6 Avant: ყველაზე გიჟური ფურგონი
ცხენის ძალის მაჩვენებელი არ აგვერია, ნამდვილად ამდენი აქვს.
2021 წლის Audi RS6 Avant-ი უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი $109 000-დან იწყება. სტანდარტული 4-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V8 591 ცხენისძალას გამოიმუშავებს, რაც სუპერქარებისთვის უფრო დამახასიათებელია, მაგრამ საოჯახო ფურგონში ასეთი სიმძლავრე უკვე სიგიჟეა.
რამდენიმე ტიუნინგ კომპანიამ თავიანთი ვეერსიები წარადგინეს, მათ შორის ABT-ს 730-ცხენისძალიანი და 920 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტის მქონე ფურგონი. ბევრი მძლავრი ვერსია არსებობს, მაგრამ დღემდე არც ერთ ოფიციალურ ტიუნინგ ატელიეს Bugatti Veyron-ის მაჩვენებლის მქონე საოჯახო ფურგონი არ გამოუშვია. Wheelsandmore-მა ამ სიცარიელის შევსება გადაწყვიტა.
კომპანია ახლახანს RS6 Avant-ის პროექტი, სახელად TenTension-ი წარადგინა, რომლის ფარგლებში „ტვინ-ტურბო“ V8 ძრავის სრული პოტენციალის პოვნას შეეცდებიან. ამისათვის ავტომობილის ტურბო კომპრესორები ჩაანაცვლეს, ახალი ჰაერის შემშვები და გამონაბლოქვის სისტემები შეიმუშავეს, მოხსნეს კატალიზატორები და ნაწილაკების ფილტრი, შეცვალეს მაყუჩები და ძრავის კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. ამ ცვლილებების და განახლებების შედეგად 4-ლიტრიანი V8 1010 ცხენის ძალას და 1250 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს.
საინტერესოა, Wheelsandmore-ის ვერსია რამდენად ლეგალური იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ გამონაბოლქვის ფილტრაციის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და ევროპაში გამონაბოლქვის ახალი, უფრო მკაცრი რეგულაციები გამოუშვეს. კომპანიის განცხადებით, ამ მოდელის გაყიდვებს ხანგრძლივი და ინტენსიური ტესტირებების შემდეგ დაიწყებს. Stage 5-ის ფასი დაახლოებით $45 000 იქნება, რა თქმა უნდა, დონორი მანქანა ამ ფასში არ შედის.
ცხენის ძალის მომატებასთან ერთად Wheelsandmore-ის ტიუნინგ კომპანიამ ასევე დაკიდების სისტემა გადაამუშავეს, 22-იანი დისკები ფასიანი დანამატის ჩამონათვალს დაემატა ისევე, როგორც სხვა მექანიკური განახლებები.