Aa Aa
4 ივლისი 2024  |  11:46

Koenigsegg-ი დამწვარ Jesko-ს მფლობელს მანქანას უფასოდ შეუცვლის

შვედურმა ჰიპერავტომობილების მწარმოებელმა ხანძრის გამომწვევ მიზეზად ჰიდრავლიკური სითხის გაჟონვა დაასახელა.

გასულ თვეში საბერძნეთში უახლესი Koenigsegg Jesko მთლიანად დაიწვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ავტომოყვარულებისთვის სამწუხაროდ კი მანქანა ბოლომდე განადგურდა. სამშაბათს შვედურმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მათ პრობლემის გამომწვევი მიზეზი იპოვეს მისი მოგვარების პროცესს იწყებენ. 

„საწვავის ავზი, ძრავის ზეთი და გადაცემათა კოლოფის ზეთი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც ხელუხლებელი იყო“ - აცხადებს ბრენდის ხელმძღვანელი, კრისტიან ფონ კოენიგსეგი. „თუმცა, მანქანის უკან, გზაზე, ჰიდრავლიკის სითხე იყო დაქცეული. ამის შემდეგ ჩვენ ჰიდრავლიკური სისტემის კვლევა დავიწყეთ. როდესაც დეტალებს დავაკვირდით, ვნახეთ, რომ ჰიდრავლიკის შლანგი არ იდგა თავის ადგილზე. ეს დეტალი და გზაზე დაქცეული ჰიდრავლიკური სითხე ზუსტად მიუთითებდა ცეცხლის გამომწვევ მიზეზზე.“

წერილის ბოლოს კოენიგსეგმა აღნიშნა, რომ მფლობელს ახალი მანქანა უსასყიდლოდ გადაეცემა. ის მადლობას უხდის დაზარალებულს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. 

ინციდენტის შემდეგ, კომპანიამ Jesko-ს მომხმარებლებს ავტომობილის დროებით გაჩერებაც სთხოვა. Koenigsegg-მა თითოეული გამოშვებული და წარმოების პროცესში მყოფი მოდელი უნდა შეამოწმოს. ინჟინრები მომავალ კვირაში სპეციალური კომპიუტერული განახლების დანერგვას გეგმავენ, რომელიც გაჟონვის ან დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ჰიდრავლიკურ სისტემას მყისიერად გათიშავს.

Koenigsegg-ისთვის საკმაოდ გადატვირთული კვირა იყო. ახლახან მათ Jesko Absolut-ის რეკორდის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ სტატიას ამ ლურჯ სიტყვებზე ხელით დაჭერით შეგიძლიათ გაეცნოთ.

გაზიარება: