Jeep Trackhawk-ი GTA 6-ში აღმოჩნდა, თუმცა კოდები დაავიწყდა
პოლიციისგან თავის დასაღწევად, ეჭვმიტანილი ბალახიან თხრილში განზრახ ჩავარდა.
პოლიციისგან გაქცევა ყოველთვის ცუდი იდეაა, თუმცა იშვიათ შემთხვევებში არიან ადამიანები, რომლებიც თავის დაღწევას ახერხებენ. განსაკუთრებით მარტივად კი ეს მაშინ გამოსდით, როდესაც თავად ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მანქანას მართავენ.
ამ ისტორიის მთავარი გმირი Jeep Grand Cherokee Trackhawk-ია, 707 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი, რომლის კაპოტქვეშაც Hellcat V8-აა მოთავსებული. თუმცა, მხოლოდ კარგი მანქანაც ვერ გიშველის თუ ცოტა გონებასაც არ მოუხმობ და ამ ასპექტში, Jeep Trackhawk-ის მძღოლი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად მოიკოჭლებდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ თავდაპირველად მძღოლს მანქანის გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა, მძღოლმა გაჩერებას სამართალდამცველებისგან გაქცევა ამჯობინა. შედეგად, მას პოლიცია დაედევნა, თავის დაღწევის მიზნით კი, Jeep Trackhawk-იმ სიჩქარე 250 კმ/სთ-მდე გაზარდა...
View this post on Instagram
უცნობია, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა დევნა, მაგრამ, თვითმხილველებისთვის ყველაზე დამამახსოვრებელი დევნის დასასრული იყო, რომელმაც მათ Gran Turismo 6-იც კი მოაგონათ. კადრში ჩანს ვერცხლისფერი ჯიპის მკვეთრი მობრუნება და კვალმში გახვეული საბურავები... როგორც ჩანს, მძღოლმა ცოტა ხნით აჯობა ოფიცრებს, თუმცა, სამართალდამცავებმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალეს და დამნაშავესაც მარტივად წამოეწივნენ.
თუმცა, ამ ფაქტს მძღოლი არ შეუჩერებია. დევნისგან თავის დაღწევის მიზნით Jeep Trackhawk-ი ამჯერად პირდაპირ ბალახზე გადავიდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში უკვე საბურავებმა უმტყუნა. საქმე იმაშია, რომ SUV-ის ქარხნული 295/45/R20 საბურავები აშკარად ტრასაზე უფრო კარგად ეჭიდებოდა, ბალახზე კი ბუქსაობა დაიწყო. სამართალდამცავებს მძღოლის აყვანა ამ ამბის შემდეგ აღარ გასჭირვებიათ.