Cyber-Hummer EV-ის 500 კმ-იანი სვლის მარაგი და 1 000 ცხენის ძალა აქვს
კანადურმა კომპანიამ, რომელიც მანქანების გაელექტრიფიცირებით არის დაკავებული, ახალი პროექტი დააანონსა.
North American Electric Vehicle (NAEV) სამხედრო Humvees-ზე მუშაობას უმიზნებს. ეს Hummer H1-ის ვერსიაა, რომელიც სამოქალაქო ავტომობილად იწყობოდა. კოპმანია მისი ელექტროფოცირებისთვის Tesla-ს მეორად ბატარეებს გამოიყენებს. ამ პროექტს Cyber-Hummer-ი ერქმევა.
NAEV-ის თავდაპირველი Executive Edition-ს ორი ძრავა და სრულად ამძრავი სისტემა აქვს. აგრეგატი 1 000 ცხენის ძალასა და 1 300 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს „აგური“ 0-დან 100-მდე 2.5 წამში აჩქარდება. 75-კილოვატსაათიანი ბატარეა კი 500-კილომეტრიან სვლის მარაგს გვაძლევს. მანქანას ექნება სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერაც.
Tesla-ს მეორადი კომპონენტების გამოყენებასთან ერთად, NAEV-ი H1-ს თავიდან ბოლომდე მოდიფიცირებას უტარებს. ძრავის, გადაცემათა კოლოფის, გამშვები სისტემის, საწვავის ავზისა და სხვა დეტალების ამოღებისა და შემდეგ კორპუსის გადაკეთების სამუშაოები საკმაოდ რთულია.
მთლიანად იცვლება დაკიდების სისტემაც, რომელსაც NAEV-ი „ჰიბრიდულ დამოუკიდებელ დაკიდებას“ უწოდებს. ის თავიდან ბოლომდე ამ კომპანიის მიერაა შექმნილი. შედეგად, კლირენსი 38 სანტიმეტრს შეადგენს. თუმცა, მის ასეთ სიმაღლეს 20-დუიმიანი დისკებიც განაპირობებს.
Executive Edition-ის ფასი 140 000$ იქნება. თუმცა, კანადური კომპანია Baja და Commander ვერსიების გამოშვებასაც აპირებს, რომელთა ფასი 98 900$ და 119 900$ იქნება. წარმოება წელიწადში 328 ეგზემპლარამდე იქნება შეზღუდული.