BMW, BMW X3, BMW X4, BMW X2, BMW X6
Aa
Aa

BMW ამჯერად X4-ის წარმოებას წყვეტს

BMW X4-ის მომავლის შესახებ ეჭვები ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა. მაშინ, როდესაც გერმანულმა ავტომწარმოებელმა ბევრად უფრო დიდი ზომის, მეორე თაობის X2 გამოუშვა. შარშანდელ კითხვებზე კი პასუხი მხოლოდ ახლა მივიღეთ: X4-ის წარმოება შეჩერდება.

როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ავტომწარმოებელი თავადვე აღნიშნავს, X4-ის ადგილი კომპანიის პროდუქციის ხაზში უბრალოდ აღარაა. განსაკუთრებით კი მა შემდეგ, რაც X2-ის ზომა ასე გაიზარდა. პარალელურად, ამ ორ მოდელს შორის ფასის სხვაობაც მინიმუმამდე შემცირდა და X4-ის წარმოებაში დატოვების აუცილებლობაც გაქრა. ასე რომ, ვისაც უფრო დიდი ზომის SUV-ის შეძენა მოუნდება, შეუძლია X6-ზე გადავიდეს.

BMW გულდაწყვეტილ მომხმარებლებსაც ამშვიდებს - ასეთები საერთოდაც თუ არსებობენ - და მათ, ალტერნატივად განახლებულ X3-ს სთავაზობს. ეს უკანასკნელი X2-ისგანაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებით გამოირჩევა. თუ წინა ამძრავ პლატფორმაზე დაფუძნებული X2-ის კაპოტქვეშ 4-ცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული, X3-ის უკანა ამძრავი მოდელი M50 - 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. რა გასაკვირია, რომ X3 გასულ წელს, BMW-ს ყველაზე გაყიდვად მოდელადაც იქცა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის შეწყვეტს გერმანული ავტომწარმოებელი წარმოებიდან X4-ის სრულად ამოღებას. თუმცა ის ფაქტი, რომ ახალი X3-ის მიწოდება წლის ბოლოსთვის იგეგმება გვაფიქრებინებს, რომ X4-ს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ BMW მოდელს 2025 წელსაც გამოუშვებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ X4-ისთვის X2 დიდად კარგი ალტერნატივა არაა, თუმცა, ამ მოდელების მომხმარებლები ალბათ უკანა და წინა ამძრავს შორის დიდ განსხვავებას მაინც ვერ დაინახავენ. ასე რომ ეს მიდგომა წარუმატებელ ცდადაც წინასწარვე ვერ ჩაითვლება.

მსგავსი სიახლეები