Aa
Aa

ახალი Mercedes EQC EV Brabus-ის ხელში მოხვდა

  • გინდათ, რომ თქვენი ელექტრო „მერსედესი“ უფრო აგრესიული იყოს? ახლო მომავალში თქვენ უფრო მიმზიდველი (და უფრო ძვირი) Brabus-ის „დატენილი“ ვერსიის ყიდვას შეძლებთ.
  • მეტი ცხენის ძალა და მეტი მაბრუნი მომენტი 0-100-ამდე უფრო სწრაფი აჩქარების წინაპირობაა.
  • ვიზუალური მხარის ცვლილებაც შესაძლებელია, თუმცა უკანა ფრთის და ახალი დისკების გარდა „ბრაბუსი“ EQC-ში სხვა რა ცვლილებას შეიტანს ბოლომდე ცნობილი არაა.

 

Mercedes EQC ბოლო ათწლეულის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელია. ის კომპანიის პირველი „მერსედესის“ შემუშავებული და აწყობილი ელექტრომობილია. ამ ახალ ელექტრო კროსოვერს ყველაფერი კარგი აქვს, დიზაინის გარდა. „ბრაბუსის“ ტუნინგ ატელიეს ძირითადი აქცენტი ზუსტადაც რომ ავტომობილის ინტერიერსა და ექსტერიერზე იქნება გაკეთებული.

„ბრაბუსი“ აცხადებს, რომ ინტერიერი სრულ რედიზაინს განიცდის. ცვლილება ტრადიციებისამებრ უამრავ კონფიგურაციას და კომპლექტაციას გულისხმობს, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, „ბრაბუსის“ ლოგოიან საკეტებსაც კი გააკეთებენ.

ექსტერიერის ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება „ბრაბუსის“ განახლებული 20 ან 21-იანი Monoblock Z დისკები იქნება. 20-იანი დისკები Pirelli P Zero-ს საბურავებით იქნება, ხოლო 21-იანი - ContiSportContact-ებით.

რა თქმა უნდა, ახალ EQC400-ს მეტი ცხენის ძალა და მაბრუნი მომენტი ექნება. „ბრაბუსი“ სხვანაირად ვერ მუშაობს. Brabus E-PowerXtra განახლების შედეგად „მერსედესს“ 402 ცხენის ძალა 422-მდე გაიზრდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მაბრუნი მომენტი, რომელიც 760 ნმ-დან 830-მდე გაიზრდება. შესაბამისად, 0-100კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 5,1 წამიდან 4,9-მდე დაიწევს. ძალის ამ ნამატს მძღოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიგრძნობს, როდესაც S Drive Mode-ზე გადართავს.

180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და 80-კილოვატიანი ბატარეები უცვლელი დარჩება.

ძალოვანი აგრეგატის გაუმჯობესება სამომავლოდ იქნება შესაძლებელი, რადგან E-PowerXtra პაკეტი ამ ეტაპზე ტესტირებებს გადის.

„ბრაბუსი“ ამბობს, რომ ახლა „აეროდინამიკის გასაუმჯობესებელ კომპონენტების შემუშავების პროცესში“ არიან. აეროდინამიკული ნაწილებიდან მისაწვდომი ჯერ მხოლოდ უკანა ფრთაა.

EQC-ს ფასი 68 895$-დან იწყება, Brabus-ის ვერსიის ფასი კი 135 400$-დან.

მსგავსი სიახლეები