Toyota, Toyota Prius, პრიუსი
Aa
Aa

Toyota-მ ივნისში მხოლოდ 13 პრიუსი გაყიდა

2024 წლის პირველ სამ თვეში „პრიუსის“ გაყიდვები აშშ-ში 138.6%-ით გაიზარდა.

მეხუთე თაობაში Toyota-მ „პრიუსი“ წინა მოდელთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებით წარმოგვიდგინა. თუმცა, როგორც კომპანიის მეორე კვარტლის ანგარიში ცხადყოფს, განახლებებიც კი მოდელის გაყიდვების გასაზრდელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ივნისის თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში „პრიუსის“ აბსურდულად მცირე რაოდენობა - 13 ერთეული გაიყიდა და ამას, რამე ახსნა უნდა ჰქონდეს.

ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია: აპრილში, Toyota-მ „პრიუსის“ მოდელები უკან გაიწვია. მანქანების უკან გაწვევის მიზეზი უკანა კარის გაუმართაობა გახდა - კარი მანქანის მართვის პროცესში თავისით იღებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანიამ მძღოლებს სთხოვა ავტომობილები დროებით ავტომატური ჩაკეტვის რეჟიმზე გადაეყვანათ, მანამ სანამ მანქანებს სრულად გამართავდა.

ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ-ში გაყიდვების 99.5%-იანი ვარდნის მიუხედავად, 2024 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიამ 15,373 „პრიუსი“ გაყიდა. მართალია, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს „პრიუსების“ ეს რაოდენობა მხოლოდ 2.9%-ით აღემატება, მაინც დიდი შანსია რომ გაყიდვები უახლოეს პერიოდში ძველებურად აღდგება.

გასულ თვეში, Toyota-მ იაპონიაში „პრიუსების“ წარმოებაც განაახლა და ახალი მოდელები კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ალბათობით აგვისტოში გამოჩნდება. კომპანიის პროგნოზით, „პრიუსის“ გაყიდვები ძველ ადრინდელ წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება.  

 

მსგავსი სიახლეები