BMW, სასამართლო
Aa
Aa

კარში მოყოლილი თითის გამო BMW-ს მფლობელს 1.9 მილიონს გადასცემენ

X5-ის მფლობელს BMW-სთან დავა 8 წელი გაეწელა.

შემთხვევა, რომლის შემდეგაც BMW-ს მოყვარულები ამ ავტომობილის შეძენისას მეორედ დაფიქრდებიან, საინტერესოდ დასრულდა. 2013 წლის X5-ის მფლობელმა ახლახან სასამართლო დავა მოიგო და 1.9 მილიონი დოლარით მდიდარი გახდა. სასწორის მეორე მხარეს დაკარგული თითი დევს. თუმცა, ალბათ ეს თანხა სხეულის ნაწილის დაკარგვას აბათილებს. ამ ადამიანმა გერმანულ მწარმოებელს სასამართლო მოუგო.

გუდვინ ბოატენგი, თვითდასაქმებული პროგრამული ინჟინერი, ამტკიცებს, რომ კარის რბილად დაკეტვის გაუმართავმა მექანიზმმა მას თითი მოაყოლა.

2016 წლის ივლისში ნიუ იორკელ გუდვინ ბოატენგს ხელი კარის სვეტზე ჰქონდა მიდებული. კარი დაახლოებით 30 სანტიმეტრით იყო ღია. შემდეგ კი ის ჩაიკეტა, რა დროსაც მფლობელს ცერა თითი დაუზიანდა. სამწუხაროდ, ქირურგიულმა ჩარევამ წარუმატებლად ჩაიარა და გუდვინმაც თით დაკარგა. ბოატენგმა BMW-ს უჩივლა და კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარი მოსთხოვა. ის ამტკიცებდა, რომ წელიწადში 250 000$-ს დაკარგავდა. 

BMW-მ ბოატენგის X5 შეამოწმა და ნახა, რომ კარს არაფერი სჭირდა. კომპანია აღნიშნავს, იმასაც, რომ ავტომობილის წიგნაკში ამ საკითხთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადებაც წერია.

საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც მოსამართლემ ბოატენგის ზიანის ასანაზღაურებლად BMW-ს 1.9 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს კარს დეფექტი არ ჰქონდა, მოსამართლემ ბოატენგის თითის დაზიანებაში დამნაშავედ 100%-ით კომპანია გამოაცხადა. დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბავარიული კომპანია უცნობია.

როგორ ფიქრობთ, რომელი მხარეა დამნაშავე ამ საქმეში? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები