საავტომობილო გზები
Aa
Aa

თბილისი-საგარეჯოს გზა წელს დასრულდება

კახეთის მაგისტრალის შემადგენელი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. გზის პირველი მონაკვეთი - ვაზიანის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა და ახალი გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი უკვე მძღოლების სარგებლობაშია.


კახეთისთვის , როგორც ტურისტულად ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, აგრეთვე აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე აღნიშნულ მაგისტრალს დიდი დატვირთვა აქვს. აღნიშნული მაგისტრალი საშუალებას მოგვცემს მოკლე დროში და უსაფრთხოდ გადავაადგილდეთ. თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, აგრეთვე გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ. საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

 

მსგავსი სიახლეები