Toyota, Toyota Tundra, Toyota Tundra SR5 Double Cab, Limited Crew Cab, Tundra
Aa
Aa

Toyota Tundra-ს მფლობელმა მილიონზე  მეტი კილომეტრი კიდევ ერთხელ დაფარა

კარგ მდგომარეობაში მყოფი ძველი V8 უბრალოდ არ შეიძლება განადგურდეს.

ვიქტორ შეფარდი ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც 1.5 მილიონ კილომეტრზე მეტი თავისი Toyota Tundra-თი გაიარა. შეფარდმა მსგავსი შედეგის გამეორება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა და ამჯერად ეს, 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი 2014 წლის Toyota Tundra SR5 Double Cab-ით სცადა.

თავისი უახლესი მიღწევის გასაზიარებლად შეფარდი Pickup Truck Talk-ს დაუკავშირდა. როგორც YouTube-ვიდეოდან ვიგებთ, 2014 წლის Tundra-ს ოდომეტრზე 1.4 მილიონი კილომეტრი უკვე დაეწერა (900 ათასი მილი), და დიდი ალბათობით, მანქანა 1.5-მილიონიან ნიშნულსაც (1 მილიონი მილი) ძალიან მცირე დროში მიაღწევს.

1.5 მილიონი კილომეტრი შეფარდმა პირველად 2016 წლის ივლისში დაფარა. თუმცა, მაშინ ეს 2007 წლის Tundra SR5 Double Cab-ით მოახერხა, რომელიც 4.7-ლიტრიანი V8-ით იყო აღჭურვილი. 2014 წლის მოდელი შეფარდმა სწორედ 2007 წლის Tundra-ს შემცვლელად შეიძინა, თუმცა მანამ, სანამ მანქანის ოდომეტრი მილიონ მილს მიაღწევდა.

შეფარდის ერთგულებითა და მიღწევით აღფრთოვანებულმა Toyota-მ მას გარიგებაც შესთავაზა - 2016 წლის Limited Crew Cab-ი 2007 წლის მოდელის სანაცვლოდ. სწორედ შეფარდის 2007 წლის მოდელი გამოიყენა Toyota-მ შემდგომში 2022 წლის Tundra-ს მოდელის დიზაინზე მუშაობისას.

მიუხედავად Toyota-სგან 2016 წლის მოდელის მიღებისა, ყოველდღიური მოხმარებისთვის შეფარდმა მაინც 2014 წლის Tundra არჩია და ოდომეტრზე მაჩვენებლის ახალ მაქსიმუმამდე ზრდაც გააგრძელა.

ცოტახნის წინ, შეფარდმა, მანქანის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციაც გამოაქვეყნა. ძრავის რეგულარული მოვლის გარდა, შეფარდმა, როგორც ჩანს მანქანა რამდენჯერმე განაახლა. მათ შორის შეაკეთა გადაცემათა კოლოფი და ცვლადი დენის გენერატორი მაშინ, როდესაც Tundra-ს უკვე 1.2 მილიონ კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი. მიუხედავად ამისა, მანქანის წარმადობა, განსაკუთრებით აღმართზე ასვლისას, უარესდებოდა, რის გამოც შეფარდმა მას სრულად ახალი გადაცემათა კოლოფი დაუყენა.

 

მსგავსი სიახლეები