Aa Aa
10 ივლისი 2024  |  15:10

Porsche-ს ალტერნატივა

ფრანგული ავტოწარმოება ეკონომიური, ხელმისაწვდომი და მცირე ზომის მანქანებით არის ცნობილი. ამ ქვეყნის საავტომობილო პლატფორმას ძირითადად სამი კომპანია წარმოადგენს, ესენია „პეჟო“, „რენო“ და „სიტროენი“. ამ კომპანიების ისტორიაში GT კლასის სპორტული მოდელის მოძიება რთული საქმეა, თუმცა დღეს ერთერთ ლეგენდარულ მოდელს მაინც გავიხსენებთ. თქვენს წინაშე Reanult Alpine GTA Turbo-ა!

ALPINE A610 (1991-1995) - GUIDE OCCASION

Alpine-ს საკმადო დიდი ისტორია აქვს და სათავეს 70-იანი წლებიდან იღებს. პირველი მოდელი თავისი დაბალი წონის გამო საკმაოდ წარმატებული იყო მსოფლიო რალიში. თუმცა დღეს ჩვენ 90-იანი წლების A610 მოდელს გავიხსენებთ, რომელიც „ტურბოს ნაკლეიკებიდან“ ბევრს ემახსოვრება.

Lot 1991 Alpine A610 No Reserve Catalog# 701558 Automobiles, 41% OFF

იქიდან გამომდინარე, რომ Renault Alpine-ის მიზანი ხელმისაწვდომი „პორშეს“ შექმნა იყო, ყველა მოდელს ძრავა ძარის უკან ჰქონდა მოთავსებული. ყველაზე მძლავრი აგრეგატი 3-ლიტრიანი V6 ტიპის ტურბოდაბერვის მქონე ძრავა იყო. A610 ძარა წინამორბედებისგან განსხვავებით საკმაოდ მძიმე გამოვიდა. მისი წონა 1420 კილოგრამს შეადგენდა, რაც 90-იან წლებში მაღალი მაჩვენებელი იყო. თუმცა მასში მოთავსებული აგრეგატი 250 ცხენის ძალას და 350 ნიუტონს გამოიმუშავებდა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ავტომობილი 100-მდე 6.3 წამში აჩქარებულიყო.

For Sale: An Unusual Alpine A610 – Of 818 Ever Made, 59% OFF

ავტომობილი „რენოსთვის“ უჩვეულოდ მდიდრულად გამოიყურებოდა. მისი სოლიდური ფორმები არა მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის იყო, არამედ 90-იან წლებში არსებულ GT კლასის მოდელებში ერთერთი საუკეთესო აეროდინამიკულ მონაცემებსაც განაპირობებდა.

Alpine A 610 - IXO COLLECTIONS

მიუხედავად Alpine-ის დიდი ისტორიისა, 1995 წელს წარმოება დასრულდა. მხოლოდ 2017 წელს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გვეხილა ახალი Renault Alpine-ი, რომელიც დღევანდელი ჩვენი გმირისგან სრულიად განსხვავებული იყო. აქვე თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ახალი Alpine-ი ძალიან ჰგავდა 70-იანი წლების პირველ მოდელს. როგორც იტყვიან - “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“

გაზიარება: