Aa Aa
11 ივლისი 2024  |  14:18

ქუჩაში რბოლისას BMW M4 CSL-ი მძიმედ დაიმტვრა

ეს მანქანა BMW-ს სპეციალური გამოშვების 1,000 მოდელიდან ერთ-ერთია, ახლა კი Dodge Charger-თან „დრაგში“ დაიმტვრა.

BMW-ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და მაღალი წარმადობის მქონე მოდელი - M4 CSL - ტრასაზე მძღოლთა უგუნური ქმედების გამო დაიმტვრა. ავარიის შედეგად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული მანქანის კორპუსი, გაიხსნა უსაფრთხოების რამდენიმე ბალიშიც. აღნიშნული დაზიანებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ M4 უბრალოდ ვეღარ შეკეთდება.

ყველაფერი იმით დაიწყო რომ M4-ის მძღოლმა დრაგში ჩართვა გადაწყვიტა. მანქანამ უეცრად კონტროლი დაკარგა და მუხრუჭებმაც უმტყუნა, რის შემდეგაც ჯერ ხეს შეეჯახა შემდეგ კი ნანგრევებში შევარდა. ამგვარად, ერთ დროს ხელუხლებელი M4 CSL-ი ისე დაიმტვრა, რომ მისი შეკეთების შესაძლებლობაც კი ეჭვებს ბადებს.

BMW M4 CSL-ი მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი სპორტული მანქანა არაა. ავტომობილი საავტომობილო ინჟინერიის მწვერვალია - ტრეკისთვის სპეციფიკური გაუმჯობესებებით. მსუბუქი კონსტრუქცია, უნიკალური დაკიდების სისტემა და ძრავა, რომელიც 543 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მსგავსი მონაცემების ავტომობილი სარბოლო ტრასებისთვისაა გათვლილი და არა „დრაგისთვის“.

ქუჩის რბოლა კი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო „გართობის საშუალებაა“. ქუჩის რბოლები მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს როგორც თავად მრბოლელებისთვის, ასევე მაყურებლებისა და მაცხოვრებლებისთვის. მსგავს შემთხვევებში მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: ქუჩის რბოლის მოყვარულებში რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, რაც პასუხისმგებლობის გრძნობასაც გაზრდის და მეორე - რეგულაციები.


ამას ის ფაქტიც ემატება, რომ დრაგს ამ შემთხვევაში BMW M4 CSL-ი ემსხვერპლა. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელი, რომლის მხოლოდ 1,000 ეგზემპლარი არსებობს და ახლა 999 დარჩა. მსგავსი დანაკარგი კი საკმაოდ მტკივნეულია საკითხია ენთუზიასტებისთვის. მანქანა დიდი ალბათობით ვეღარ აღდგება, ყველაზე კარგი რაც შეიძლება მოხდეს მისი ნაწილების აუქციონზე გაყიდვაა.

გაზიარება: