Toyota, Land Cruiser, 80-Series
Aa
Aa

ეს 1997 წლის ქარხნული ლენდ კრუიზერი 170 000$-ად გაიყიდა

როგორც ჩანს, ზოგი ადამიანი წამსვლელია „სუპერქარის“ სამყოფელი ფული ქარხნულ Land Cruiser-ში გადაიხადოს.

დიდი შესავლებით ძვირფას დროს არ დაგაკარგინებთ და თავს არ შეგაწყენთ. ამ სტატიას იმიტომ კითხულობთ, რომ ვიღაცამ 170 000$-ად Toyota Land Cruiser 80 Series-ი შეიძინა. ამ ფაქტით კი, როგორც მე, ისე თქვენც შოკირებულები ხართ.

შესაძლოა, ეს 7 500 კმ. გარბენის მქონე ეგზემპლარი მსოფლიოში ყველაზე შენახულია. და დიახ, ასეთ მდგომარეობაში ამ ავტომობილის მოძიება ურთულესია. განსაკუთრებით ისეთი ალტერნატივების, რომლებიც არ არის მოდიფიცირებული. გიჟური სანახავი არამხოლოდ ისაა, რომ მის სანაცვლოდ ვიღაცამ ამდენი გადაიხადა, არამედ ის, რომ Bring a Trailer-ის აუქციონზე ნამდვილი ომი გაჩაღდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფასმა 100 000$-ს გადააჭარბა.




FZJ80 Land Cruiser-ს 4.5-ლიტრიანი 1FZ-FE ბენზინზე მომუშავე 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა აქვს, რომელიც 212 ცხენის ძალასა და 374 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე 4-სიჩქარიან ავტომატური გადაცემათა კოლოფით ნაწილდება. მანქანას აქვს სარიგებელი კოლოფი და ბლოკირებადი დიფერენციალი. ეს მოწყობა სტანდარტულია, თუმცა, რაც მას გამოარჩევს, მისი მდგომარეობაა. მტვრის ნაწილაკს ვერსად ნახავთ. ძრავის განყოფილება და შასის ქვედა ნაწილი სარკესავით პრიალებს.

ამ ყოველივეს მანქანის სუფთა ისტორიაც ემატება. მოდელი კალიფორნიაში, მშრალ კლიმატში ინახებოდა. ასევე, უტარდებოდა ყველა გეგმური სერვისი. მანქანას, რომელსაც ძალზედ იშვიათად მართავენ, ზეთებისა და სხვა სითხეების შეცვლა რეგულარულად სჭირდება. თუმცა, მოდით სიმართლე ვთქათ - ასეთ მდგომარეობაში მყოფ ლენდ კრუიზერს, უგზოობაში სასიარულოდ არავინ გაიმეტებს.






თუ ეს ისტორია თქვენთვის დაუჯერებელია, გეტყვით, რომ Bring a Trailer-ის აუქციონზე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც 80 სერიის „ლენდ კრუიზერის“ ფასი 100 000$-ს გადასცდა. აქამდე რეკორდი 1 600-კმ-იანი გარბენის მქონე 1994 წლის მოდელს ჰქონდა დამყარებული, რომელიც 136 000$-ად გაიყიდა.

როგორ ფიქრობთ, ღირს ეს მანქანა 170 000$? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები