შუმახერი, რალფ შუმახერი
Aa
Aa

F1-ის ყოფილმა პილოტმა რალფ შუმახერმა ღიად განაცხადა რომ გეია

„ფორმულა 1“-ის ყოფილმა პილოტმა რალფ შუმახერმა სოციალურ ქსელში საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის  უმცროსმა ძმამ განაცხადა, რომ ის ამჟამად ერთსქესიან ურთიერთობაში იმყოფება.

„ცხორებაში მთავარია გვერდით გყავდეს სწორი ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ყველაფერი გაუზიარო“, - წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში F1-ის ყოფილი პილოტი და მის პარტნიორ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „ფორმულა 1“-ის პილოტმა ღიად განაცხადა, რომ გეია. საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ პირველად ბრიტანელმა მრბოლელმა მაიკ ბატლერმა ისაუბრა. ბატლერი, რომელიც 1988 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, „ფორმულა 1“-ის რბოლებში 1971-1973 წლებში მონაწილეობდა.

რაც შეეხება უშუალოდ რალფს, მას 11-წლიანი კარიერის განმავლობაში ექვსი გრან-პრი აქვს მოგებული. რალფმა კარიერა 2007 წელს დაასრულა. შუმახერი ქორწინებაშიც იმყოფებოდა და 22 წლის ვაჟი, დეივიდი ჰყავს.

ოჯახის წევრებიდან, შუმახერის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას სწორედ მისი შვილი გამოეხმაურა: „ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ იპოვე ადამიანი, ვისთანაც თავს გრძნობ იმ ადამიანად რომელიც რეალურად ხარ. 100%-ით გიჭერ მხარს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და გილოცავ“.

 

მსგავსი სიახლეები