Nissan, ჩაძირული ავტომობილები, ჩაძირული ავტომობილი, Z31, 300ZX, NISSAN Z31, NISSAN 300ZX
Aa
Aa

ეს Nissan 300ZX Crumble ათწლეულების განმავლობაში ჩაძირული იყო

სამწუხაროდ, 80-იანი წლების კუპე ტბიდან ამოყვანის შემდეგაც დაზიანდა.

წლების განმავლობაში ჩაძირული მანქანების მდინარეებიდან ამოყვანის არაერთი შემთხვევა ვიხილეთ. ერთ-ერთი ახლად აღმოჩენილი მანქანა, რომელსაც ამჯერად ტბის ფსკერზე მიაგნეს, Nissan 300ZX-ია. 80-იანი წლების კუპემ, წყალში ათწლეულები გაატარა, თუმცა ეს არ ეყოთ და მანქანა ტბიდან ამოყვანის შემდეგაც მნიშვნელოვნად დააზიანეს.

Wrecked and Recovered-ის წამყვანთა დუეტმა ვინტაჟური ავტომობილის შესახებ ვიდეო საკუთარ YouTube არხზე განათავსა. პირველი რაც მანქანის დათვალიერებიდან ჩანს არის ის, რომ ავტომობილი ჩაძირვამდე თითქმის სრულყოფილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უფრო დიდი ზიანი კი წყლისგან მიადგა და არა უშუალოდ იმ შემთხვევისგან, რომლის შემდეგაც წყალში აღმოჩნდა. თანაც, ამ დრომდე უცნობია თუ რამ გამოიწვია Nissan 300ZX-ის ტბაში გადავარდნა - იყო ეს „სადაზღვევო თაღლითობა“ თუ რამე უფრო „ბოროტული“ განზრახვა.

თუმცა, მანქანის დაზიანებების სერია არც მისი წყლიდან ამოყვანის შემდეგ შეწყვეტილა. მანქანის ამოყვანისა და გადაადგილების მცდელობისას მძღოლის მხარეს არსებული წინა ფრთა, ძარის წინა საყრდენები და ძრავქვეშა ჩარჩოც დეფორმირდა. მანქანა იმდენად დაჟანგული იყო, რომ მისი გარკვეული ნაწილები უბრალოდ დაიმსხვრა. კარის გაღების მცდელობისას მანქანას სახელურიც მოძვრა.

განსაკუთრებით რთული სანახავია ასეთ მდგომარეობაში Nissan-ის ამ მოდელის ხილვა. მდინარის ფსკერზე ნაპოვნი 300ZX-ი პირველი თაობის Z31-ის მოდელია - მანქანა მეორე თაობის Z32-თან შედარებით უფრო კუთხოვანი გარეგნობით გამოირჩევა და უფრო მეტად ჰგავს 80-იანი წლების სტილს. უცნობია, თუ რა ძრავა უდგას ჩაძირულ 300ZX-ს, თუმცა ეს სავარაუდოდ V6-ის ერთ-ერთი ვერსია უნდა იყოს.

როგორ ჩანს მანქანა თავდაპირველად წითელი იყო და მხოლოდ შემდეგ გადაიღება ლურჯად. თუმცა საბოლოოდ, ტბის ფსკერზე, დაჟანგულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სრულად მისი აღმოჩენისა და გადარჩენის ვიდეო კი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. 

 

მსგავსი სიახლეები