ფლოიდ მეივეზერის შეცდომა, რის გამოც ბუგატიმ ის შავ სიაში შეიყვანა
ეს ისტორია ძალზედ ცოტა ადამიანმა იცის. ფლოიდ მეივეზერს სერიოზული პრობლემა ჰქონდა მსოფლიოში უდიდეს ავტომწარმოებელთან. ყოფილ მოკრივეს, რომლის საავტომობილო კოლექციის ღირებულებაც 20 მილიონ დოლარს აღემატება, კომპანია Bugatti-მ ვეტო დაადო.
სპორტსმენი მდიდრული ავტომობილების დიდი მოყვარულია. ის ხშირად იწონებს თავს ამ ავტომობილებით სოციალურ მედიაშიც. ადრე მას ორი მდიდრული მოდელი ჰყავდა. ერთ-ერთმა კი მას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. სასამართლო პროცესებამდე ის პრივილეგიითაც სარგებლობდა. მას როგორც VIP მომხმარებელს ისე ეპყრობოდნენ.
თუმცა, მათი ასეთი მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელდა. კომპანიამ მას სამუდამო აკრძალვა დაუწესა. Bugatti-მ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიგო, რაც გაიგო, რომ ფლოიდმა შავი ვეირონი ბევრად მეტი თანხის სანაცვლოდ გაყიდა, ვიდრე ის შეიძინა. ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მანქანა მის, ანუ ცნობილი ადამიანის მფლობელობაში იყო.
ბრენდმა „მანი“ გააფრთხილა, რომ ასეთი საქციელი კომპანიისთვის მიუღებელი იყო. ფლოიდმა უკან მაინც არ დაიხია, რის შედეგადაც, Bugatti-ის შავ სიაში აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც Bugatti-იმ მეივეზერს თავისი ავტომობილების შეძენა აუკრძალა, ამერიკელი მოკრივე სოციალურ ქსელში Lamborghini-ის მოდელებთან პოზიორობს. მეტიც, ის ამბობს, რომ ეს ბრენდი მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილებს აწარმოებს. არ არის გამორიცხული ფლოიდი ამ ყველაფერს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის გასაბრაზებლად აკეთებდეს. როგორ ფიქრობთ, რომელი მხარე დაზიანდა საერთო ჯამში ამ ამბით?