რკინიგზა, სარკინიგზო ტრანსპორტი
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბის და გზის მშენებლობა იწყება

გვირაბის სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრი იქნება, მისი ყველაზე ღრმა წერტილი კი ზღვის დონიდან 40 მეტრზე განთავსდება.

მიმდინარე წლის 17 ივნისს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გზისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაიწყო. პროექტი სახელწოდებით, Fehmarnbelt Fixed Link-ი, 2029 წელს გაიხსნება, 18 კილომეტრის სიგრძის იქნება და ერთმანეთთან გერმანიასა და დანიას დააკავშირებს. ახალი მარშრუტი ერთი მხრივ დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ამასთან ერთად კი მოგზაურობისთვის საჭირო დროსაც შეამცირებს.

longer Channel Tunnel-ისგან განსხვავებით, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთს 50 კილომეტრზე აკავშირებს, Fehmarnbelt-ის გვირაბს ექნება როგორც სარკინიგზო, ასევე საგზაო დანიშნულება. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტი წინასწარ გამზადებულ ადგილზე აშენდება და მხოლოდ შემდგომ განთავსდება მისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე.

პროექტის თითოეული მონაკვეთი დანიის კუნძულ ლოლენდზე, სპეციალურ ობიექტში, აშენდება. პროექტის თითოეული მონაკვეთის სიგრძე 217 მეტრით, სიგანე - 42 მეტრით, ხოლო სიმაღლე 9 მეტრით განისაზღვრება. შემდგომ უკვე ისინი განთავსდება თხრილში, რომლის ყველაზე ღრმა წერტილი, ზღვის დონიდან 40 მეტრზე მდებარეობს.

CNN-ის ინფორმაციით, გვირაბს, სამგზავრო დროის დაზოგვასთან ერთად, ეკოლოგიური სარგებელიც ექნება: „გადაადგილების ეს ახალი მარშრუტი, მატარებლების კონკურენტუნარიანობას თვითმფრინავებთან მიმართებით გაზრდის, ელექტრომატარებლები კი ტვირთის გადასატანად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ეკოლოგიური ალტერნატივაა“.


თუმცა, გვირაბის მშენებლობას კრიტიკოსები გარემოსდაცვით ჯგუფებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებშიც გამოუჩნდნენ. მიუხედავად ამისა, საჩივრები გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ამჟამად, ორ ქვეყანას შორის სამოგზაუროდ ყველაზე სწრაფი გზა ბორანია, რომელიც მგზავრთა გადაყვანას 45 წუთს ანდომებს. ბორანს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. თუმცა, ახალი წყალქვეშა მარშრუტით მატარებლით მგზავრობის დრო დაახლოებით 7 წუთამდე, მანქანით კი 10 წუთამდე შემცირდება.

 

მსგავსი სიახლეები