BMW Z8-ის და Rolls-Royce Phantom-ის დიზაინერი საკუთარ სახლში მოკლეს
იან კამერონი BMW-ს და Rolls-Royce-ის მოდელებს ორი ათწლეულის განმავლობაში ქმნიდა. ის 74 წლის იყო.
იან კამერონი, რომელიც BMW-სთვის და Rolls-Royce-ისთვის დიზაინებს ქმნიდა 12 ივლისს ბავარიაში ტრაგიკულად მოკლეს. ის 74 წლის იყო. ვერენა კლოოსმა, კამერუნის მეუღლემ გაქცევა და სამართალდამცავების გაფრთხილება მოასწრო. თუმცა, პოლიციელებმა ეჭვმიტანილის დაჭერა ვერ მოახერხეს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ Rolls-Royce-ს დიზაინერის გარდაცვალების გამო. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახსა და მეგობრებს ამ მძიმე წუთებში,“ - ნათქვამია BMW-ს განცხადებაში.
მომხდარს LinkedIn-ის პლატფორმაზე გამოეხმაურა Rolls-Royce-ის აღმასრულებელი დირექტორი, ქრის ბრაუნრიჯი - „იანმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა Rolls-Royce-ის შექმნაში მას შემდეგ, რაც კომპანია BMW Groupe-მა შეიძინა. იანის პერიოდში მან Phantom-ისა და Ghost-ის ოჯახის მოდელები შექმნა. ეს მანქანები უკვდავ დიზაინერულ ენას ატარებდა. ვუსამძიმრებ იანის ოჯახსა და მეგობრებს“.
ეს ყველაფერი არ არის. კამერონი იმ დიზაინერული გუნდის წევრი იყო, რომელმაც BMW Z8 შექმნა. ეს მანქანა კი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად არის მიჩნეული. თუმცა, იანის მარგალიტად 2003 წლის Rolls-Royce Phantom-ი რჩება. ეს ის მანქანაა, კომპანიის ყველა სამომავლო მოდელის დიზაინს ჩაუყარა საფუძველი. ასევე, მისი დახაზულია L322 Range Rover-ის ექსტერიერიც.