Aa Aa
21 ოქტომბერი 2024  |  14:43

Fisker Ronin - უნდობლობის მსხვერპლი

ელექტრომობილების წარმოება ყოველდღიურად იზრდება. ყველა კომპანია რაიმე ახლის წარდგენას ფიქრობს. Fisker-ი ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 2006-დან უშვებს ელექტრო აგრეგატებით აღჭურვილ მანქანებს.

2026 Fisker Rōnin: What We Know So Far

21-ე საუკუნის დასაწყისში ელექტრომობილები ინოვაციად და მომავლის ტრანსპორტად განიხილებოდა, შესაბამისად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე კერძო ინვესტორების მხრიდანაც მსგავსი საქმიანობის კომპანიები აქტიურად ფინანსდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰენდრიკ ფისკერმა (კომპანიის დამფუძნებელი) სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 395 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო კერძო ინვესტორებიდან კი 850 მილიონი, 2013 წელს გაკოტრდა. 2016 წელს კი ჰენრიკ ფისკერმა ახალი კომპანია დაარეგისტრირა და მას შემდეგ რამდენიმე მოდელი გამოუშვა.

Fisker Ronin gets UK price, still claims to be 'most sustainable' 1000bhp  supercar | CAR Magazine

2022 წელს Fisker-ის სამოდელო სიაში ერთი ძალიან საინტერესო მოდელი გამოჩნდა, რომელსაც Fisker Ronin-ი ერქვა. ეს სახელი ლეგენდარული ფილმის „რონინის“ გამო შეურჩიეს. ავტომოყვარულების უმრავლესობამ იცის, რომ აღნიშნული ფილმი სავსეა დევნის კადრებით.

Fisker Ronin EV Super GT Unveiled, Will It Come To Malaysia?

Fisker Ronin-ი GT კლასის ავტომობილი უნდა ყოფილიყო, რომლის ელექტრო ძრავაც 1000 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და 100-მდე 2 წამში აჩქარდებოდა. მისი წარმოება 999 ერთეული უნდა ყოფილიყო, ხოლო ღირებულება კი 385 000 დოლარი იქნებოდა. თუმცა 2023 წელს კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მომხმარებლებმა უკვე წარმოებული მოდელების შეკვეთებიც კი გააუქმეს. ამ ფაქტმა კომპანიას დიდი დარტყმა მიაყენა და „რონინის“ პროექტიც გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

Striking 2026 Fisker Ronin: An Electric Luxury Sports GT with Unrivaled  Range | by Wiack | Medium

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, კომპანიამ 2026 წლისთვის ახალი Ronin-ი დაანონსა, თუმცა რამდენად მოხერხდება დაკარგული ნდობის აღდგენა, ეგ ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება.

გაზიარება: