ავარია, Ferrari SF90, Ferrari, სუპერქარი
Aa
Aa

Ferrari SF90 ამოყირავდა და სახურავით დაეცა

ავსტრალიის ხელისუფლების მტკიცებით, მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეასკდა და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თანამედროვე „სუპერქარების“ უმეტესობა საინჟინრო შემოქმედების მწვერვალია. ერთია, რომ ეს მანქანები წარმოუდგენლად მაღალ სისწრაფეს ავითარებენ და მეორე, რომ ხშირად, ისინი ფიზიკის კანონების წინააღმდეგადაც მიდიან. ამჯერად, სამყაროში არსებული ფიზიკური კანონების დამარცხება Ferrari SF90-ის მძღოლმა გადაწყვიტა, თუმცა ამოტრიალდა და ტრასაზე სახურავით დაეცა.

ეს კონკრეტული შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს ამოტრიალებული ყვითელი ფერის Ferrari, რომლის დიდი ნაწილიც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. მაგრამ არ ჩანს ყველაზე მთავარი: „სუპერქარის“ სახურავი და მისი დაზიანების ხარისხი.

მომხდართან დაკავშირებით ავსტრალიის პოლიციის განცხადებას გამოცემა Drive-ი ავრცელებს. სამართალდამცავთა მტკიცებით, ავარიამდე Ferrari-ის მძღოლი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა, რის შემდეგაც სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ხეს შეეჯახა, ბოლოს ამოტრიალდა და ტრასაზე სახურავით დაეცა.  

Accident in Orrang Road.
byu/NEXIVR inperth

შემთხვევიდან მალევე, ავარიის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინციდენტთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა Ferrari-ის ერთ-ერთმა მგზავრმაც: „მინდოდა ეს ამბავი თქვენთვის გამეზიარებინა. ცოტა ხნის წინ სერიოზულ ავარიაში მოვყევი, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და თავს კარგად ვგრძნობ. ვაფასებ სამედიცინო პერსონალისა და სამაშველო ეკიპაჟის სწრაფ რეაგირებას და ჩვენს მიმართ გამოჩენილ ყურადღებას“.

პოსტის ავტორს ავარიასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. არც მანქანის ფოტოები გავრცელებულა, ასე რომ უცნობია საერთო ჯამში რა დაზიანება მიადგა Ferrari-ის „სუპერქარს“. თუმცა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ SF90 სულ მცირე ნახევარი მილიონი დოლარი ღირს, ამ ავარიის ხარჯიც საკმაოდ სოლიდური უნდა გამოდგეს.

 

მსგავსი სიახლეები