ელექტრომობილი, Lucid, Air
Aa
Aa

2025 წლის Lucid Air-ი „ყველაზე ენერგო ეფექტური ავტომობილია ისტორიაში“

Lucid Air Pure-ი ერთი კილოვატი ენერგიით 8 კილომეტრს გადის.

2025 წლის Lucid Air-ი განახლდა. ახლა ის უფრო შორ მანძილზე გადაადგილდება. როგორც მოხსენებებიდან ვიგებთ, 2025 წლის Air Pure-ი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ავტომობილია, რაც ოდესმე შექმნილა.

Lucid Air Pure-ის ფასი 69 900$-დან იწყება და ის 84 კილოვატსაათიანი ბატარეითაა აღჭურვილი. მისი სრული დამუხტვით მანქანა 676 კილომეტრს ფარავს. ამ მონაცემით ის პირველი ავტომობილია, რომელიც ერთი კილოვატი ენერგიით 8 კილომეტრს ფარავს. შედარებისთვის, Tesla Model S-ს კილოვატი ენერგია მხოლოდ 6.4 კილომეტრზე ჰყოფნის. Mersedes-Benz EQS-ის შემთხვევაში 5.2-კილომეტრია, ხოლო Rivian R1S-ის შემთხვევაში კი 4.3. 

როგორც 2024 წელს, ისე 2025 წელსაც Air Touring-სა და Air Grand Touring ვერსიებს ვიხილავთ. Air Touring-ის ფასი 78 900$-დან იწყება. ორი ელექტრო აგრეგატით ის 620 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სრული დამუხტვით 653 კილომეტრს ფარავს. მათ, ვისთვისაც ბიუჯეტი პრობლემას არ წარმოადგენს, 110 900$-ად Air Grand Touring-ი შეუძლიათ შეიძინონ. ამ უკანასკნელს სრული დამუხტვით 824 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

2025 წლის Air-ის მოდელები სტანდარტულად ცხელი ტუმბოთი გამოვა. ამ დეტალით პირველად ფლაგმანური Air Sapphire-ი ვიხილეთ. ცხელი ტუმბო როგორც სვლის მარაგს, ისე დამუხტვის პირობებს აუმჯობესებს. ასევე, მოდელები სტანდარტულად აღჭურვილი იქნება DreamDrive Premium მძღოლის დამხმარე სისტემებითაც. ამას SurrealSound Pro ხმის სისტემაც ემატება. ეს ნიშნავს, რომ საბაზისო მოდელები საკმაოდ კარგი აღჭურვილობით გამოვა.

როგორ აწარმოებს თუ არა Lucid-ი საუკეთესო ელექტრომობილებს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები