ეს Honda სინამდვილეში 1020 ცხენის ძალის მქონე Tesla-ა
კომბინაცია, რომელიც არ უნდა მუშაობდეს, თუმცა მუშაობს.
Honda Odyssey სისწრაფით ცნობილი ნამდვილად არასდროს ყოფილა, თუმცა საკმარისი სიმძლავრით, როგორც აღმოჩნდა, ბევრი მაღალი წარმადობის ავტომობილისთვის შეუძლია ღირსეული კონკურენციის გაწევა.
ეს იდეა YouTube არხ BoostedBoiz-ის რამდენიმეკაციან გუნდს დაებადა: კონსტრუქციამ კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. BoostedBoiz- ი უბრალოდ ადგა და Odyssey 1020 ცხენის ძალის მქონე Tesla Model S-ზე გადააწყო. ამ ორ მოდელს თითქოს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს, მაგრამ პროექტი იმაზე კარგი კომბინაცია გამოდგა, ვიდრე ბევრი ერთი შეხედვით წარმოიდგენდა.
რეალურად ამ ორ მანქანას საერთოც ბევრი აქვს: მათ შორის მსგავსი სიგანე და ბორბლების ბაზა. „გადაწყობის“ პროცესში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაბრკოლებად წინა ფრთა იქცა - Honda-ს წინა ფრთა Tesla-ზე ბევრად გრძელია, რის გამოც მანქანის კართან უკანა დგარის მიერთებით მისი გაღება თითქმის შეუძლებელი ხდებოდა.
დაგეგმვისა და ავტომობილების გადაწყობის პროცესი BoostedBoiz-მა საკუთარ YouTube არხზე განათავსა. „ორჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ - ასე იწყება ვიდეო, რომლის წამყვანებიც ჯერ 2001 წლის Honda Odyssey-ს ყიდულობენ, შემდეგ მის შესაძლებლობებს ტესტავენ და ბოლოს Tesla-სთანაც „აჯვარებენ“.
პროექტი ჯერ დასრულებული არაა, თუმცა თავდაპირველი ტესტირებებით შეიძლება იმის თქმა, რომ ელექტროსედანზე 20 წლის Honda-ს გადაწყობის იდეა წარმატებული გამოდგა.
.