Mercedes, 560 SEC, Tuning, Mercedes Gullwing, W126
Aa
Aa

SGS 560 SEC - Mercedes-ის განსხვავებული სტილი

ჩვენს ქვეყანაში Mercedes W126-ზე ხშირად გექნებათ მოსმენილი მისი მეტსახელი, მას ხომ „არაბულ“ მერსედესს ეძახიან. ეს მეტსახელი იქიდან გამომდინარეობს, რომ W126-ით ძირითადად არაბი შეიხები იყვნენ დაინტერესებულები. ამ მოდელის მასიური წარმოებიდან გამომდინარე, დიდი ნაწილი საუდის არაბეთში წავიდა. თუ W126 წარმოების დასაწყისში არაბი შეიხებისთის ინდივიდუალურობის გამომხატველი იყო, რამდენიმე წელში ამ ქვეყანაში მათი რაოდენოდა იმდენად გაიზარდა, რომ მისი დანახვა აღარავის უკვირდა. ამ ყველაფრის ფონზე 80-იან წლებში ტუნინგ ისეთი კომპანიები ხშირად არსებობდნენ, რომლებსაც მდიდარი არაბი მომხმარებლების ფსიქოლოგია კარგად ჰქონდათ შესწავლილი. მათ შორის ერთერთი ცნობილი კომპანია Styling Garage-ი იყო.  

 Styling-Garage - Mercedes W126 500SEC

იქიდან გამომდინარე, რომ მეტი ინდივიდუალურობისთვის ჩვეულებრივი W126 საკმარისი უკვე აღარ იყო, Styling Garage-მა ისეთი Mercedes-ების შექმნა გადაწყვიტა, რომლებიც მდიდრების სამყაროში დიდი პოპულარობით ისარგებლებდნენ. დასაწყისისთვის 500 SEC და 560 SEC მოდელები აარჩიეს. საბოლოო გადაწყვეტილება Cabriolet-ის და Gullwing-ის შექმნა იყო.

ღია სახურავიანი მოდელი შედარებით მოკრძალებული იყო, ვიდრე Gullwing-ის ვერსია. ამ უკანასკნელის დამზადებას დიდი სამუშაოების ჩატარება სჭირდებოდა. თოლიისებრი კარების მოქმედებაში მოსაყვანად ინტერიერის და გარე დეტალების სრული გადაკეთება იყო საჭირო. ეს სამუშაოები საქმეს მეტად ართულებდა, თუმცა მისი ღირებულებაც შესაბამისი იყო. Styling Garage-ი ამ სამუშაოებში ზუსტად იმდენს ითხოვდა, რაც თვითონ სტანდარტული მოდელი ღირდა.

Blessed By The Sight Of Two Mercedes-Benz 1000 SEC Gullwing, 52% OFF

კომპანიას ინდივიდუალური შეკვეთების მიღებაც შეეძლო, რის დროსაც ძარის Widebody ვერსიაც ხელმისაწვდომი ხდებოდა. აღნიშნული მოდელების პოპულარობამ ამერიკაშიც ჩააღწია და Gullwing-ი ცნობილმა კომიკოსმა, ედი მერფიმაც კი შეიძინა.

 Styling-Garage - Mercedes W126 500SEC

80-იან და 90-იან წლებში საავტომობილო გემოვნება და ამ სფეროს მიმართ ინტერესი იმ დონემდე იყო მისული, რომ ინდივიდუალურობას უამრავი ადამიანი აქცევდა ყურადღებას. Styling Garage-ი ასეთ მომხმარებელზე ორიენტირებული მცირე კომპანია იყო, რომელსაც ძვირადღირებული S Class-ის ფორმებში „ხელების ფათურის“ არ ეშინოდა. ბოლოს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიის მიერ შექმნილ ნებისმიერ მოდელს Mercedes-ის ლოგოს ნაცვლად SG-ის ან SGS-ის (Styling Garage) ლოგო ჰქონდა, რადგან თვლიდნენ, რომ მათი ქმნილებები მხოლოდ მათი საკუთრება იყო.

მსგავსი სიახლეები