Aa Aa
22 ივლისი 2024  |  15:38

Toyota-მ შესაძლოა Celica გააცოცხლოს

ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის თანამედროვე ავტოწარმოება ცოტა მოსაწყენი გახდა. ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების სიმრავლის გამო მსოფლიო ავტოპარკი იმდენად ერთფეროვანია, რომ ინტერნეტში რაიმე სპორტული მოდელის გამოჩენა ყველას გვიხარია. სულ ცოტა ხნის წინ Honda-მ ახალი პრელუდის გამოშვება დაანონსა, ახლა კი Toyota ახალ „სელიკაზე“ ალაპარაკდა.

2025 Toyota GR Celica Sport Digital Rebirth Shows Its Potential in Fantasy  Land - autoevolution

Toyota-ს ახალმა პრეზიდენტმა კოჯი სატომ განაცხადა, რომ კომპანია თავის სამოდელო სიაში Celica-ს დაბრუნების ალბათობას არ გამორიცხავს. მოკლე განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ეს მოდელი, როგორც GR86-ის და GR Supra-ს შუალედური მოდელი ისე იქნება განხილული.

All-New Toyota Celica GT Takes Digital Shape, Chooses a Low-Slung FWD  Lifestyle - autoevolution

ამ განცხადების შემდეგ ახალი Celica-ს რენდერები ინტერნეტში მალევე გამოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტურ Celica-ს განიხილავს, ვარაუდობენ, რომ ახალი Camry-ის 2.5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა კარგი იქნებოდა, თუმცა სხვებს უფრო მეტი უნდათ და 2.4-ლიტრიან ტურბინიან ძრავას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც Toyota-სა და Lexus-ის ბევრ ახალ მოდელში გვხდება.

All-New, More Powerful 2025 Toyota Celica Sport Gets a Wishful ...

ნამდვილად სასიხარულოა, როდესაც ძველი სპორტული მოდელის გაცოცხლება აქტუალური ხდება, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდია. ერთი რამ ფაქტია, რომ ესეთი მოდელები ავტომოყვარულებს ძალიან მოგვაკლდა. მთავარია Toyota-მ ეს ყველაფერი რეალური გახადოს და Celica კვლავ ისეთივე სპორტულ ამპლუაში ვიხილოთ, როგორიც ყველას გვახსოვს.

გაზიარება: