ავარია, BMW
Aa
Aa

ქალაქში გიჟივით მოძრავ BMW-ს კარმა წამებში წამოეწია

სხვა მანქანების დაჩაგვრისას BMW-ს მძღოლს მანქანა მოუსრიალდა და ბორდიურზე ავარდა.

A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლა ყოველთვის გასართობი არ არის. თუმცა, თუ გასართობი მანქანა გყავთ, მაშინ ამ პრობლემას მოაგვარებთ. მიუხედავად ამისა, ეს ნიშნავს ისე იაროთ, როგორც ჩვენი სტატიის გმირი მძღოლი ერთ დროს დადიოდა. „ერთ დროს“ იმიტომ, რომ მოთმინებისგან დაცლილ BMW-ს მფლობელს კარმა წამებში წამოეწია და ბორდიურზე შეხტა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მძღოლისთვის კი ეს დღე გზის ეტიკეტის დასაცავად საკმაოდ კარგი გაკვეთილი იქნება.

ქვემოთ მიბმული ვიდეო წინ მიმავალი მანქანიდან არის გადაღებული. ეს უკანასკნელი ორზოლიან ავტობანზე მეორე ზოლში გადაადგილდებოდა. უცებ მის უკან ლურჯი ფერის BMW ჩნდება და კუდზე აჯდება. მალევე, გაურკვეველი მიზეზით, ქუჩების ნიკი ლაუდა მანქანაზე ავარიულ ციმციმებს რთავს. 

ამ დროს გზა წრიულ გზაჯვარედინს შეუერთდა. გადასასწრებად საკმარისი ადგილის გაჩენისთანავე BMW-ს მძღოლმა აქსელერატორის სატერფულზე მიიტანა იერიში. სიმძლავრის ასფალტზე გადატანის მაგივრად, ძალზედ „გამოცდილ მძღოლს“ ავტომობილი მოუცურდა. დაგვიანებული იყო მანქანის გასწორების მცდელობაც, რის გამოც მესამე სერიამ კუდი საპირისპირო მხარეს უფრო მძლავრად მოიქნია და მთელი სიჩქარით ბორდიურისკენ წავიდა.

დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომობილი ჰაერში აიწია. ვიღაცის მცდელობა, რომ დანიშნულების ადგილას სწრაფად მისულიყო - კრახით დასრულდა. მოჩქარეს მოუგვიანდა. ეს შემთხვევა კი ჩვენთვისაც გაკვეთილი უნდა გამოდგეს. აუცილებელი არაა ყველაფერი მხოლოდ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლოთ. 

მსგავსი სიახლეები