Lamborghini, Murcielago, Lamborghini Murcielago
Aa
Aa

Murcielago - ნახევარი მილიონი კილომეტრის გარბენით

მაღალი გარბენის მქონე Lamborghini-ის შეძენისგან კოლექციონერები ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ. მიზეზი ბევრია, თუმცა მთავარი მანქანის შენახვისა და შეკეთების მაღალი ფინანსური ხარჯია, რომელიც წლების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტად იზრდება.

 „იუტუბერ“ საიმონ ჯორჯს, Lamborghini-ის ბევრი სხვა მფლობელისგან სწორედ ეს გამოარჩევს. ჯორჯი ის ადამიანია, რომელმაც თავისი Lamborghini Murcielago-თი თითქმის ნახევარი მილიონი კილომეტრი - 483,000 კმ - გაიარა და უფრო მეტიც, ეს ნიშნული იტალიაში, სანტ’აგატაში მდებარე Lamborghini-ის ქარხნამდე ტერიტორიაზე გადალახა.

ჯორჯის Murcielago-ს. თვალშისაცემი დიზაინის გარდა, შესაძლებლობებიც გამოარჩევს. ნარინჯისფერი Murcielago 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, ამასთან ერთად კი, მანქანა V12 ძრავის მქონე ბოლო Lamborghini-ია, რომელშიც მექანიკური გადაცემათა კოლოფის ბერკეტს ვხვდებით.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Lamborghini-ის მაღალი გარბენი მხოლოდ ჯორჯის დამსახურება არაა. საქმე იმაშია, რომ ჯორჯმა „სუპერმანქანების“ გაქირავების ბიზნესი წამოიწყო, რომელიც მსურველებს, ავტომობილების ტრასებზე გამოცდის საშუალებას აძლევდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, გამოდის, რომ Murcielago-მ მის ოდომეტრზე აღრიცხული კილომეტრაჟის დიდი ნაწილი მომხმარებლების ხელში ტრასაზე დაფარა და არა რომელიმე გრძელ გზატკეცილზე, მაღალი სიჩქარით მგზავრობისას.

თუმცა, ნახევარი მილიონი კილომეტრის ნიშნულს, ავტომობილმა სწორედ საჭესთან ნამდვილი მფლობელით მიაღწია. ამისთვის ჯორჯი იტალიაში გაემგზავრა და გეზი ალპებისკენ აიღო. მისი მიღწევა კი, ბევრ ავტოენთუზიასთან ერთად, თავად იტალიურმა კომპანიამაც აიტაცა, რადგან ბევრი ადამიანი ნამდვილად არ არსებობს, რომელიც საკუთარი Murcielago-თი მსგავს შედეგს გაიმეორებს.

უფრო მეტიც, ადამიანები ხშირად უფრთხიან ლეგენდარული მანქანებით გადაადგილებას, რადგან თვლიან, რომ კილომეტრაჟის ზრდით მათი მანქანები ფასს დაკარგავს. ჯორჯი კი არამარტო თვითონ მართავს Murcielago-ს, ამის საშუალებას სხვებსაც აძლევს.  

 

მსგავსი სიახლეები