დრიფტი, Supra, Toyota, ავტონომიური მანქანა, Toyota Supra
Aa
Aa

Supra-ს ახალი ავტონომიური მანქანები დრიფტისთვისაა დაპროგრამებული

Toyota-ს „კვლევითი ინსტიტუტი“ Stanford Engineering-თან ერთად ავარიის თავიდან აცილების ახალ სისტემაზე მუშაობს, რომელიც მანქანის მართვას სამომავლოდ ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის. ავტომწარმოებელი მომავალ მანქანებში „დრიფტერების უნარების“ მქონე ტექნოლოგიის გამოყენებას განიხილავს, რაც ავტომობილებს მოსრიალებისა და მოცურებისგან დაიცავს.

ექსპერიმენტისთვის Toyota-მ ორი მანქანა გამოიყენა და ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულად დააპროგრამა. თუმცა ორივე Supra კომპიუტერებითა და სენსორებით აღჭურვა - საჭის, დროსელისა და მუხრუჭების გასაკონტროლებლად. პირველ მანქანაზე, რომელიც წამყვანი მანქანის როლს შეასრულებს, Toyota-ს კვლევითმა ინსტიტუტმა იმუშავა, ხოლო მეორე ავტომობილი Stanford Engineering-მა დააპროგრამა.

პირველი Supra კომპანიამ დრიფტისთვის საჭირო უნარების შესაბამისად დააპროგრამა, ხოლო მეორე, ე.წ. „მდევარი მანქანა“ პირველი მანქანის დასაწევად შეიქმნა - თუმცა ამ უკანასკნელს, ეს პირველ ავტომობილთან შეჯახების გარეშე უნდა მოეხერხებინა.

„ახალი ტექნოლოგია, რომელზეც ჩვენი გუნდი მუშაობს, დრიფტერის უნარების შესაბამისად შემუშავდა. მისი საშუალებით, მძღოლი მაქსიმალურად იქნება დაცული მოცურების რისკისგან, რადგან კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში ტექნოლოგია გამოცდილი დრიფტერების მსგავსად რეაგირებს“, - აცხადებენ Toyota-ში.

მძღოლების დიდი ნაწილი მანქანის მოცურებისას საჭის დროულად დაჭერას ვერ ახერხებს, რაც ტრასებზე ავარიების რისკს ზრდის. Toyota-ს გეგმით, ახალი, ე.წ. „დრიფტის ტექნოლოგია“ მანქანის მოცურების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს და ავარიების რაოდენობასაც მკვეთრად შეამცირებს.

 

.

მსგავსი სიახლეები