Aa Aa
25 ივლისი 2024  |  18:24

Sonata-ს მფლობელი ბატარიის შეცვლას 9 თვე ელოდებოდა

ბოლო წლებში ჰიბრიდებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, როგორც ჩანს, მათი მოვლა მძღოლებს კვლავ რიგ პრობლემებს უქმნის. ამის ერთ-ერთი მაგალითი Hyundai-ს მფლობელი ქერი ქაინდია, რომელიც მისი 2015 წლის Sonata Hybrid-ისთვის ბატარეის შეცვლას 9 თვის განმავლობაში ცდილობდა.

პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც Hyundai-ის ბატარეა მოულოდნელად გაითიშა. მძღოლის განცხადებით, Sonata პინბოლის მანქანის მსგავს ხმას გამოსცემდა. თუმცა სადილეროში მანქანის მიყვანისას განუცხადეს, რომ მიწოდების პრობლემებმა ამ მოდელის ბატარეებზე დეფიციტი შექმნა. მომსახურების განყოფილების თავდაპირველი შეფასებით მფლობელს 1-დან 6 თვემდე ლოდინი მოუწევდა, თუმცა ყველაფერი ბევრად უარესად დასრულდა.

საბოლოოდ მფლობელმა მანქანა, ახალი ბატარეით, ცხრა თვის შემდეგ, 2024 წლის ივლისში დაიბრუნა. შემქნილი დისკომფორტის შესამსუბუქებლად, ამ პერიოდში Hyundai-მ ქაინდს შემცვლელი მანქანა გაუგზავნა. ამასთან ერთად, კომპანიამ მას მანქანის გამოსყიდვაც შესთავაზა, რაზეც თავად მფლობელმა უარი განაცხადა.

ამ საკითხით სხვადასხვა გამოცემებიც დაინტერესდნენ და კომენტარისთვის Hyundai-ის მიმართეს. როგორც ჟურნალისტებთან ჯგუფის უფროსმა მენეჯერმა განაცხადა მიწოდების გამო შეფერხება 2011-2015 წლების Sonata Hybrid-ის მოდელები დაზარალდნენ:

„კომპანიაში გვაქვს ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ და მაქსიმალურად აქტიურად ვცდილობთ ჩვენ მომხმარებლებთან კომუნიკაციას. Hyundai მუშაობს ორივე მხარესთან და ვცდილობთ რაც შეიძლება მალე შევძლოთ Sonata-ს მფლობელებისთვის ბატარეების მიწოდება“.

 

.

გაზიარება: