BMW Z4 M-ში ჩადგმული S85 V10-ის ხმა მოგაჯადოებთ
Manhart Racing-მა BMW M5-ის S85 V10-ს ახალი ხმა „აჩუქა“ !
2006-2008 BMW Z4 M დიდებულ M ავტომობილებს შორის საკულტო ხდება: 3.2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა და სიმსუბუქე. მაგრამ Manhart Racing-ს M Roadster-ისგან მეტი უნდოდა. M3-ის S54 ძრავა BMW M5-ის S85 V10-ით ჩაანაცვლეს. ახლა Manhart-ის Z4 621 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. პირველად არაა, როცა ამ ატელიემ S85 გამოიყენა, მაგრამ ეს შემთხვევა თავის მხრივ განსაკუთრებულია.
YouTube არხისთვის AutoTopNL-მ ვიდეო შექმნა. ვიდეოში ჩანს, როგორ დადის Z4 ნიდერლანდების სოფელში. ძალა და სიჩქარე ძალიან მაღალია. მანქანის ხმისგან კი ჟრუანტელი დაგივლით.
S85 V10 2000-იანებში BMW-ს ფორმულა 1-ში მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობა. ძრავის თავი და ბლოკი ალუმინისაა. ეს მას ამსუბუქებს. ძრავას ჩასმა უფრო პატარა, მსუბუქ Z4 M-ში მანქანას უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს. ისეთს, რომელიც ყველა სხვა ოფიციალური BMW-სგან განსხვავებულია.
მართალია, ვიდეოში სრული სიგიჟე და ხალხმრავალი ადგილები არ ჩანს, მაგრამ ნიდერლანდების სოფელში გადაღებულ ვიდეოში Z4 შესანიშნავად გამოიყურება. გარდა ახალი ძრავისა, მანქანას შავ-ოქროსფერი ფერთა სქემა სპორტულ შეხედულებას მატებს. ეს ცოტათი გერმანულ ვერსია Pontiac Trans Am-ს მოგაგონებთ. დიდი დისკები, დაკეცვადი სახურავი მანქანას ძალიან უხდება.
მიუხედავად იმისა, რომ S85 ძრავა E60 M5-ში არც თუ ისე სანდროა, მისი შესაძლებლობები შთამბეჭდავია. მისი ხმა ენთუზიასტების გულებს იგებს. Z4-ის მაყუჩის მილებიდან გამომავალი ამ ხმის რეალურ ცხოვრებაში მოსმენა ნამდვილი ოცნებაა. ასეთი Z4-ის პოვნა გაგიჭირდებათ, თუმცა, Manhart-ი ყოველთვის მზადაა, თქვენი ავტომობილი გადააკეთოს.