Aa Aa
26 ივლისი 2024  |  13:02

Camaro SS-ის მძღოლი Miata-სთან რბოლისას „კედელზე ავიდა“

რბოლებში პროფესიონალ მძღოლებთან ერთად ყოველთვის ბევრი მოყვარული ერთვება და როგორც წესი, მათი მონაწილეობა ხშირად ინციდენტების გარეშეც მთავრდება. თუმცა ასე არ მოხდა ამ Chevy Camaro SS-ის შემთხვევაში, რომელიც Miata-სთან ბრძოლაში დამარცხდა და კედელსაც შეასკდა.

შემთხვევა Grundy County Speedway-ზე „მაყურებელთა დრაგის“ 1-წრიან მონაკვეთზე მოხდა. ცნობისთვის, „მაყურებელთა დრაგში“ მონაწილეობას, რბოლაზე დამსწრე საზოგადოება საკუთარი სურვილითა და ავტომობილით იღებს. ღონისძიება თითქმის შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა მანამ, სანამ Camaro-ს მძღოლმა Mazda MX-5-ის გასწრება არ მოინდომა.

მანქანებს შორის საკმარისის ადგილი იყო იმისთვის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი თავიდან აეცილებინათ. ეს ასეც მოხდა, თუმცა მაშინ, როდესაც ავტომობილები მოსახვევს მიუახლოვდნენ, Camaro-ს მძღოლმა მხოლოდ სიჩქარეს მოუმატა, ხოლო ავტომობილისთვის მიმართულება თითქმის არ შეუცვლია. შედეგად, მანქანა ბარიერს შეეჯახა, გვერდულად ამოტრიალდა და რამდენიმე მეტრი „კედელზე აყირავებულმაც“ გაიარა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან, მძღოლი ავარიას უვნებელი გადაურჩა, თუმცა იმავეს თქმა მანქანაზე რთულია.

გაზიარება: