Manhart, GER 800
Aa
Aa

როგორ გადააკეთა Manhart-მა Mercedes-AMG GLE Coupe?

Manhart GER 800 კონკურენციას Brabus 800-ს გაუწევს.

Mercedes-AMG GLE 63 S 4Matic Coupe 2020 წლიდან გამოდის და შესაძლოა ამ ავტომობილის მფლობელებს თავიანთი მდიდრული ტრანსპორტის მოდიფიცირება სურთ. „ტუნინგ“ ატელიეების სამყაროში ასეთ ადამიანებს უამრავი ალტერნატივა აქვთ. თუმცა, ახლა Manhart-მა გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება და GER 800 გამოუშვა. მოდელს განიერი კორპუსი, დიდი დისკები, ხმაურიანი მაყუჩები, დაბალი ამორტიზატორები და გაუმჯობესებული მონაცემები აქვს.

AMG-ის 4.0-ლიტრიანი V8 ამ ვერსიაში 789 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ასეთ შედეგს ახალი ტურბინების დაყენებით, ძრავის კომპიუტერის შეცვლითა და გამშვები სისტემის გაუმჯობესებით მიაღწიეს. 



სტანდარტულთან შედარებით მონაცემები 186 ცხენის ძალითა და 150 ნიუტონ მეტრით არის გაზრდილი, რითაც მოდელი Brabus 800 SUV Coupe-ს კონკურენტია. დამატებით სიმძლავრესთან ერთად GER 800-ს ხმაურიანი მაყუჩები, სპორტული „დაუნფაიფი“ და მოდიფიცირებული კატალიზატორი აქვს.

Manhart-ის პროექტი ვიზუალური ცვლილებების გარეშე როგორ ჩაივლიდა? კარბონის დეტალებით კორპუსის უკიდურესი ქვედა დეტალებია დამზადებულია. უფრო განიერი გახდა ბორბლის თაღები. უკან უზარმაზარი კარბონის დიფუზორი გვაქვს, საიდანაც ოთხი მაყუჩი იმზირება. ასევე, საბარგულზე დამატებით ე.წ. „დაქ თეილ" სპოილერიც გვაქვს. ეს ულამაზესი ფერი კი ყვითელი აქცენტებით არის დამშვენებული. რაც შეეხება დისკებს, ეს Manhart Concave One ალუმინის დისკებია, რომლის ზომაც 23 დუიმია. წინ 285/35 ზომის, ხოლო უკან 325/30 ზომის საბურავია გადაკრული.



ცვლილებები გვაქვს ინტერიერშიც. ექსტერიერის მსგავსად, ყვითელი აქცენტები სალონშიც გვხვდება. იქ ყველა ნაკერი ყვითელი გახლავთ. ასევე, ბევრ დეტალზე შეამჩნევთ Manhart-ის ემბლემებსაც.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, Manhart GER 800-ის ფასის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, ეღირება თუ არა ის Brabus-ის ვერსიაზე უფრო ძვირი? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები