ჯარიმები, პარკირება
Aa
Aa

თბილისში პარკირების წესების დარღვევის გამო 8 მილიონის ჯარიმა დაიწერა

2024 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 8 227 756 ლარის ჯარიმა გამოიწერა. რაც შეეხება უბილეთო მგზავრობის გამო დაწერილ ჯარიმებს დოკუმენტის თანახმად ეს თანხა 1 735 471 ლარს შეადგენს.

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა გაზრდილია. 2023 წელს ეს თანხა 7 835 964 ლარი იყო. უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. წინა წლის 6 თვეში აღნიშნული ჯარიმების რაოდენობა 2 129 999 ლარი იყო.

წყარო: mtavari.tv

მსგავსი სიახლეები