სამეფო ოჯახის Land Rover-ები აუქციონზე გამოდის
Land Rover-ის კლასიკური მოდელები, რომლებსაც სამეფო ოჯახი ფლობდა Pebble Beach-ის აუქციონზე გაიყიდება.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის 10 მანქანისგან შემდგარი კოლექცია 18 აგვისტოს Pebble Beach-ის აუქციონზე გაიყიდება. Concour d’Elegance-ს ღონისძიებაზე ამ ავტომობილებს Land Rover Classic-ი წარადგენს. ეს კომპანია Land Rover-ის ვინტაჟურ მოდელებს რესტავრაციასა და სერვისს უწევს.
მანქანები, რომლებიც აუქციონზე იქნება წარმოდგენილი, დედოფალ ელიზაბეტ II-ს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს ემსახურებოდათ.
აუქციონზე 1954 წლის Land Rover Series I იქნება წარმოდგენილი. ის პირველი Land Rover-ია, რომელიც სამეფო ოჯახში გამოჩნდა. მოდელი სპეციალურად შექმნილი პლატფორმით არის აღჭურვილი. შასის ამავე ფორმის გახლავთ 1958 წლის Series II-ი და რამდენიმე Range Rover-იც.
ბრიტანეთის ყველაზე გამორჩეული ოჯახის შოტლანდიის პირად რეზიდენციას ემსახურებოდა 1954 წლის კიდევ ერთი Series I. თავად დედოფალი კი 1966 წლის Land Rover IIA-ს, 1983 წლის Defender 110 V8-ს და 2009 წლის Range Rover-ს მართავდა.
რომელ 1 ავტომობილს შეიძენდით ამ სიიდან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.