BMW, E39, მეხუთე სერია, M4, bmw E39
Aa
Aa

ეს E39 ბავშვობის ნოსტალგიურ მოგონებებს ანადგურებს

მეხუთე სერიის E39 თირკმელისებრი ცხაურით „გაათანამედროვეს“.

ბევრი ავტომოყვარულისთვის BMW E39 მეხუთე სერიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და გამორჩეულ თაობად მიიჩნევა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგი თვლის, რომ მას გათანამედროვება არ აწყენდა. სწორედ ასე მოიქცა Unici Design-ი, რომელმაც ბევრისთვის ლეგენდარული მოდელის „გათანამედროვება“ გადაწყვიტა და E39-ს უკვე კარგად ნაცნობი დიდი ზომის თირკმელისებრი ცხაურა მიამაგრა.

პროექტის დაწყებამდე მისი რამდენიმე რენდერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. მრავალსაათიანი მუშაობის შემდეგ, ციფრული მოდელი რეალურ პროტოტიპად გარდაიქმნა, თუმცა ის ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია. აღსანიშნავია, რომ Unici Design-ისთვის ეს პროექტი ერთჯერადი არ იქნება და უფრო მეტიც, გუნდი თირკმელისებრი ცხაურების მქონე E39-ების გატანას ბაზარზეც გეგმავს.

View this post on Instagram

A post shared by Unici Design (@unici.design)

ამჯერად Unici Design-ის გუნდმა პროტოტიპისთვის 1999 წლის BMW 528i Touring-ი გამოიყენა. პროექტის ფარგლებში „შექმნილ“ ავტომობილებს M4-ის მოდელის მსგავსი თირკმელისებრი ცხაურები და საჰაეროები ექნებათ. რა თქმა უნდა შესაბამის სტილში ჩაჯდება მანქანების ახალი კაპოტიც, რომელიც ნაწილობრივ ფარავს E39-ის ორიგინალ მაშუქებს.

პროტოტიპი სავარაუდოდ უახლოეს თვეებში დასრულდება, რის შემდეგაც Unici Design-ი მის ფასსაც გაასაჯაროებს. მანამდე კი მუშაობის პროცესს გუნდი საკუთარ Instagram გვერდზე აქტიურად აზიარებს.

და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი, შესრულების თვალსაზრისით, შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, ბევრი ალბათ ამ ცვლილებით უკმაყოფილო დარჩება. სწორედ მსგავსი ორაზროვანი დამოკიდებულება შეხვდა 2020 წელს G80 M3-ისა და G81 M4-ის მოდელებს, რომელიც ავტომწარმოებელმა უზარმაზარი ცხაურებით წარადგინა.

მსგავსი სიახლეები