Ferrari Purosangue ნაწილებად დაიშალა
შეჯახების შედეგად, Ferrari Purosangue-ის ძალოვანი აგრეგატი და წინა ქვეჩარჩო სრულად მოძვრა.
როგორც სრულად ამძრავი Purosangue, Ferrari-ს ყველაზე თავდაჭერილ და სტაბილურ მანქანად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მისი მძღოლებით ასე მართავენ ამ ავტომობილებს.
სწორედ ეს დასტურდება ჩინეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან, რომლის შედეგადაც Maranello-ს SUV-ი „ნაწილებად“ დაიშალა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ჩანს Purosangue, რომელიც სავარაუდოდ იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ შეჯახების შედეგად მანქანა ფაქტობრივად განახევრდა.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს SUV-ი, რომელსაც მთელი წინა ნაწილი მოწყვეტილი აქვს - ცალკეა მანქანის წინა ქვეჩარჩო და ძალოვანი აგრეგატი. რამდენიმე მეტრის მოშორებით 715 ცხენის ძალის მქონე, 6.5-ლიტრიანი V12-ძრავაც გდია, თავისი ამძრავი ლილვით და გამონაბოლქვი სისტემით. ძრავას წვიმისგან მხოლოდ მასზე გადაფარებული ქოლგა იცავს.
ცნობისთვის, Ferrari-ის მრავალრეჟიმიან მდგრადობის ელექტრონული პროგრამას (ESP) ცალკე აქვს „წვიმის რეჟიმი“, რომლის გააქტიურებაც მძღოლს არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში, მანქანის მართვისას შეუძლია. ESP-ი მანქანას ძრავის სიმძლავრის ბორბლებზე გადანაწილებაში ეხმარება, რაც ზრდის ავტომობილის სტაბილურობასა და კონტროლს. ავარიის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მძღოლს წვიმაში გადაადგილებისას ESP-ი გამორთული ჰქონდა.
საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელ წელს რიგით უკვე მეორე Purosangue შეეწირა. გასულ თვეში, სოციალურ ქსელში გავრცელდა Purosangue-ის სურათები, რომელიც ტესტ-დრაივისას გზიდან გადავიდა და Maranello-ს ქარხანაში დაბრუნებამდე დაიმტვრა.