Aa Aa
2 აგვისტო 2024  |  13:39

8,000-იანი გარბენის მქონე  1981 წლის  VW Jetta აუქციონზეა

თუ ერთ დროს საავტომობილო ბაზარს სედანები იპყრობდნენ, ახლა უკვე SUV-ების ეპოქა დადგა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, როგორც ჩანს VW Jetta ავტომოყვარულებში პოპულარობას არ კარგავს და არც ავტომწარმოებელი გეგმავს ხაზის შეჩერებას. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2025 წლის მოდელიც ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება.

თუმცა, თუ VW Jetta-ს უახლესი წლების მოდელების ნახვა სირთულეს არ წარმოადგენს, საკმაოდ იშვიათად თუ ვიპოვით 1981 წლის მოდელს, რომელიც იმაზე უფრო კარგ მდგომარეობაშია ვიდრე ბევრი, ახალი ავტომობილი. სწორედ ასეთი მანქანა, თავისი 43-წლიანი ისტორიით, ახლა აუქციონზე იყიდება და ახალ მფლობელს ეძებს.

ეს 1981 წლის Mk1 Jetta, წარმოუდგენლად კარგადაა შენახული, და რაც ხშირად მყიდველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მას გასაკვირად დაბალი გარბენიც აქვს.

აუქციონის სახლის გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი წერია, თუმცა ფაქტია, რომ Mk1 Jetta-ს ოდომეტრზე მხოლოდ 7,080 კილომეტრი იკითხება. აქედან ბოლო სამ წელში მანქანამ სულ რაღაც 160 კილომეტრი დაფარა.

Diamond Silver-ის ფერის Jetta საბურავის შავი თაღებითა და ზოლებით ევროპული ბაზრისთვის შექმნილ Golf GTI-ის მოგვაგონებს. თუმცა, ეს მანქანა ჩრდილოეთ ამერიკისთვის იყო განკუთვნილი, რაც ნიშნავს რომ მას უფრო დიდი ბამპერები და აშშ-ის რეგულაციების შესაბამისად დასაშლელი მაშუქები აქვს. ამას ემატება ვინილის სავარძლები და ჰაერის გამაგრილებელი სისტემა, რომელიც პირდაპირ ამერიკელი მომხმარებლების გემოვნებისთვისაა მორგებული.

რაც შეეხება მანქანის შესაძლებლობებს: მანქანის კაპოტქვეშ 1.6-ლიტრიანი ძრავაა მოთავსებული, რომელიც თავის დროზე - მაშინ როდესაც ავტომობილი ჯერ კიდე ახალი იყო - 76 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს VW Jetta 0-100 კმ/ს-ს 12 წამში აღწევს, რაც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო და 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

2025 წლის Jetta-ს საწყისი ფასი $21,995-ია. ხოლო თუ რამდენად გაიყიდება ეს Jetta უკვე აუქციონის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.  

გაზიარება: