Genesis GV80-ის შეკვეთების რაოდენობისთვის კომპანია მზად არ იყო
Aa
Aa

Genesis GV80-ის შეკვეთების რაოდენობისთვის კომპანია მზად არ იყო

უკვე 10 000 Genesis GV80 წინასწარ შეკვეთილია.

2021 წლის Genesis GV80 ბრენდის პირველი სუვია, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. Genesis-მა GV80 პირველად იანვარში წარადგინა. თავდაპირველად დებიუტი ზაფხულში იყო დაგეგმილი, მაგრამ ასეთი ნაადრევი ნაბიჯით კომპანიამ სუვისადმი ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და უკვე 10 000 ერთეულია წინასწარ შეკვეთილი. G80-ის სედანი, რომელიც დიზაინსა და ბევრ სხვა საერთო ნაწილს GV80 სუვთან იზიარებს, საინტერესო მოდელია, თუმცა 1500 წინასწარი შეკვეთა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს მომხმარებელს სუვები მეტად აინტერესებს.

Genesis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დელ რუსომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის მიმდინარე მაჩვენებლებისა და მისი ზრდის დინამიკიდან გამომდინარე იგი მიწოდებას გადააჭარბებს. GV80 და G80-ის წარმოების დაწყება ზაფხულზეა დაგეგმილი და კომპანიის განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსისა, ინვენტარი წარმოებისთვის აბსოლუტურად მზად არის. დელ როსომ აღნიშნა, რომ „ინვენტარის კუთხით კომპანია იდეალურ მდგომარეობაშია.“

GV80-ის პოპულარულობის ახსნა მისი საოცარი, არასტანდარტული დიზაინით შეიძლება. ამ მოდელის კონკურენტებად კომპანია BMW X5-ს, Audi Q7-ს და სხვა ძვირადღირებულ სუვებს მოიაზრებს. GV80-ის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი განსხვავებულობაა, რადგან „ჯენესისის“ ბრენდის სუვი ჯერ არავის უნახავს. ახალი Athletic Elegance სტილი, რომელიც ლუკ დონკერვოლკემ შეიმუშავა, დიზაინერის წასვლის შემდეგაც კი კომპანიაში დიდი ხანი გაჩერდება.

2021 წლის GV80-ის გაყიდვების დაწყება ამ წლის ბოლოზეა დაგეგმილი და ავტომობილი საინტერესო ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, რომელიც სუვების მომხმარებლებს თავისი მრავალფეროვნებითა და ხარისხით მოხიბლავს. ავტომობილში მომხმარებელს 3D მაჩვენებლთა დაფა, ინფრმაციულ-გასართობი სისტემის 36-სანტიმეტრიანი ეკრანი, ჰაერის გამწმენდი სისტემა, რომელიც სალონში ჰაერის ტენიანობასა და ხარისხს აკონტროლებს და უამრავი უსაფრთხოების სისტემა დახვდება. ძალოვანი აგრეგატის ორი არჩევანია ხელმისაწვდომი: 2,5-ლიტრიანი 300-ცხენისძალიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ტურბო კომპრესორით ან 3,5-ლიტრინაი 370-ცხენისძალიანი ტურბო V6. ოთხივე წამყვან თვალზე ძალა 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით გადაეცემა.

კორეული ძვირადღირებული სუვის უკანაწამყვანი ვერსია თავის გერმანულ კონკურენტებს ფასით აჯობებს. GV80-ის დებიუტი მარტის დასაწყსიში შედგა და წარდგენიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უკვე 6000 ერთეული წინასწარ შეუკვეთეს და როგორც ჩანს, მომხმარებლის მხრიდან ამ მოდელისადმი ინტერესი დღემდე არ იკლებს. 

მსგავსი სიახლეები