„თვითმართვადი“ McLaren-ი Maybach-ს რამდენჯერმე შეეჯახა
თვითმხილველებმა „სუპერქარის“ შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
არის შემთხვევები, როდესაც მანქანაში გასაღების დატოვებით სიტუაციები უმართავი ხდება. თუ ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ მანქანა დაქოქილ მდგომარეობაში მყოფი McLaren-ია, რომელიც $200 000-იან Maybach-ს ეჯახება - ყველაფერი უფრო მეტად რთულდება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს Maybach GLS-ი, რომელიც წინ მიიწევს, თუმცა ამის მიუხედავად მის უკან მდგომი McLaren-ი მას ყოველჯერზე ხელახლა ეჯახება. McLaren-ის გაჩერებას, თავის მფლობელთან ერთად, რამდენიმე თვითმხილველიც ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
სავარაუდოდ, ინციდენტის მთავარი შემოქმედი McLaren 600LT-ია, რომლის ღირებულებაც $200 000-ს აღწევს. დაახლოებით იგივე საფასო კატეგორიაშია Maybach-ის ეს SUV-იც, რაც ფაქტობრივად ნიშნავს რომ საქმე $400 ათასიან ავარიასთან გვაქვს.
თუმცა აქვე საინტერესოა, რომ ბევრის აზრით ეს მანქანა ნამდვილი 600LT სულაც არაა - ამ დაშვების მიზეზი კი ისაა, რომ ეს მანქანები Drive-რეჟიმში ყოფნისას მსგავსად არ გადაადგილდება. მაგრამ ფაქტია, რომ რაც არ უნდა იყოს, ეს ავარია მაინც საკმაოდ ხარჯიანი გამოდგა.