ჭორების მიხედვით, ახალ M2 CS-ს 525 ცხენის ძალა ექნება
მართვის მოყვარულებისთვის სპეციალურად შექმნილი M2-ის წარმოება მომავალ აგვისტოში დაიწყება.
გასულ თვეში BMW-მ 2025 წლის M2 გაგვაცნო. მისი განახლებული ორტურბინიანი 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 473 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს 20-ცხენისძალიანი და 50 ნიუტონმეტრიანი გაუმჯობესება გახლავთ.
დამატებით სიმძლავრის შედეგად, მანქანა 0-დან 100 კმ/სთ-მდე ახლა 3.9 წამში ჩქარდება. ამისათვის მოდელი 8-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით უნდა იყოს აღჭურვილი.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მოყვარულები ახალი M2-ის უფრო სპორტულ ვერსიას ელიან, სახელწოდებით CS-ს. M2-ის განახლების შემდეგ კი შესაძლოა ჭორებსაც დავუჯეროთ, რომლის მიხედვითაც, ახალ CS-ს 500-ზე მეტი ცხენის ძალა ექნება. მეტიც, Bimmerpost-ზე ვკითხულობთ, რომ მოდელს 518 ცხენის ძალიდან 525 ცხენის ძალამდე უნდა ჰქონდეს.
შედარებისთვის გეტყვით, რომ წინა თაობაში M2 CS-ი 444 ცხენის ძალას ძალასა და 550 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. თუმცა, ეს უკანასკნელი, ახალ მოდელთან შედარებით, უფრო მსუბუქიც გახლდათ.
მაღალი ალბათობით, M2 CS-ი მახასიათებლებით M4 CSL-ს დაემსგავსება. ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ავტომატური კოლოფით და უკანა წამყვანი კონფიგურაციით იარსებებს. ასევე, სტანდარტული იქნება კარბონის სახურავიც.
ახალი M2 CS-ს მსურველები 2025 წლის აგვისტოდან შეიძენენ. სავარაუდოდ, ის მის წინამორბედზე ძვირი ეღირება, რომლის საწყისი ფასიც 83 600$ იყო.