კაცმა ტანკმზიდი მოიპარა და ქვიშაში ჩაეფლო
ლოს ანჯელესში კაცმა Oshkosh-ი მხოლოდ იმისთვის მოიპარა რომ ქვიშაში გაჭედილიყო.
კალიფორნიის პოლიციას საეჭვო გაჩერებულ ავტომობილზე შეუვიდა ზარი. მოქალაქეებმა მისტიკური მანქანა აღწერეს, როგორც სამხედრო დანიშნულების სატვირთო ავტომობილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს Oshkosh M1070 იყო. ავტომობილი აშშ-ს არმიისთვის სპეციალურად შეიქმნა და ძირითადად მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. ეს საარტილერიო სისტემებს, შეჯავშნულ ავტომობილებს და M1 Abrams გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ამერიკის არმიის საბრძოლო ტანკია.
ალბათ, ახლა ფიქრობთ როგორ მოიპარა ვიღაცამ აშშ-ში ასეთი ავტომობილი? ეს ამბავი Fast & Furious 11-ის სცენარს ჰგავს. როგორც გაირკვა, Oshkosh-ი ერთ-ერთი სადგომიდან გაიტაცეს. ქურდმა მანქანით ამ სადგომის ჭიშკარიც გაანგრია. დევნა არ დაწყებულა, თუმცა, დამნაშავე სენდსპიტის სანაპიროს ქვიშამ შეაჩერა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სამართალდამცავების ადგილზე გამოჩენის შემდეგ მძღოლმა ტანკმზიდიდან გადმოსვლაზე უარი განაცხადა და კარები ჩაკეტა. ადგილობრივმა პოლიციელებმა პერიმეტრი გადაკეტეს, რათა ოპერაცია უსაფრთხოდ დასრულებულიყო. საბოლოოდ, მათ ავტომობილში ინტერიერში მხუთავი აირის შეშვება და მძღოლის ამ გზით გადმოყვანა მოუწიათ.
დამნაშავე რა თქმა უნდა დაჭერილია და სასჯელის მისჯას ელოდება. მას ავტომობილის გატაცებას, სახელმწიფო ქონების განადგურებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის თუ როგორ მოახერხა კაცმა დაცულ ავტოსადგომზე შეჭრა, ჯერ გაუგებარია. ამ დეტალებს მალე გამოძიება დაადგენს.