McLaren, Mauck MSV 1120S Elite, Dodge Viper, Jeep Grand Cherokee, MSV, Mauck
Aa
Aa

კანიე უესტის უცნაური, თუმცა მდიდრული RV იყიდება

გასართობი და დასასვენებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი მანქანები, მრავალი ფორმისა თუ ზომის არსებობს. თუმცა, Mauck MSV 1120S Elite-ი თავის კლასში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. მრგვალი ბორბლებისა და საბურავების გარდა, ამ მანქანაშიც „ჩვეულებრივს“ ცოტა რამეს თუ უპოვით. ამ კონკრეტულ მოდელს კი, რომელიც ამჟამად გასაყიდადაა გამოტანილი, გამორჩეულს მისი ყოფილი მფლობელის ხდის.

1996 წლის ეს MSV-ი ერთ-ერთია იმ 100 ეგზემპლარიდან, რომელიც ოდესმე შექმნილა. რეალურად, ეს MSV-ი რიგით მეორე ავტომობილია, რომელიც ამ წლის ხაზში შეიქმნა. მანქანა 6.3-ლიტრიანი V8-ითა და 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. თუმცა, წამყვანი სისტემა სულაც არაა ის, რაც ამ RV-ს განსაკუთრებულს ხდის.

პირველივე ჯერზე თვალშისაცემი მანქანის ფუტურისტული დიზაინია. თოლიისებრი კარები, ისეთივე როგორიც McLaren-ში, რომლებიც ერთდროულად იღება. ავტომობილს Dodge Viper-ის სანისლე მაშუქები და Jeep Grand Cherokee-ის უკანა მაშუქები აქვს. თუმცა, ექსტერიერსაც რომ თავი დავანებოთ, კიდევ უფრო უცნაური ამ ავტომობილის ინტერიერია. წინა სავარძლები სქელი და „ფუმფულაა“. მძღოლის წინ გიგანტური კონსოლია, რომელიც მთელ მანქანაში კლიმატკონტროლს უზრუნველყოფს.

უკანა მხარეს ორკაციანი სავარძელი და დიდი, U-ს ფორმის სავარძელია განთავსებული. სავარძელი მინიმუმ ოთხი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. მანქანაში ვხვდებით ნიჟარას, მაცივარს, სახურავზე დამონტაჟებულ 17-დუიმიან ეკრანს - ეს სალონს უფრო მეტ კომფორტსა და ფუფუნებას მატებს. მთლიანი მანქანა პნევმატიკურ დაკიდების სისტემაზე დგას და 2.8-კილოვატიანი საწვავის გენერატორი აქვს.

სწორედ ეს ავტომობილი 2023 წლის აპრილიდან იანვრის თვემდე ამერიკელ რეპერ კანიე უესტის კომპანიის - Yeezy LLC-ის საკუთრებაში იყო. ამჟამად კი მფლობელი მისთვის ახალ მესაკუთრეს ეძებს. ავტომობილი თითქმის წუნდაუდებელ მდგომარეობაშია, რამდენიმე დეტალს თუ არ ჩავთვლით: მათ შორის იმას, რომ წინა კონდიციონერი არ ცივდება (თუმცა ეს მარტივი მოსაგვარებელია) და წინა ელექტრო შუშებსაც შეკეთება სჭირდება.

ამ ეტაპზე MSV-ის ეს მოდელი Cars & Bids-ის აუქციონზეა განთავსებული და მისი საწყისი ფასი მხოლოდ $7,400-ია.

მსგავსი სიახლეები