70-იანების Mercedes SL-ის რესტო-მოდიფიკაცია
ეს სიზმარი არაა. ონლაინ სივრცეში R/C107 პროტოტიპის სურათები გამოჩნდა.
რესტავრაცია-მოდიფიკაციის გერმანულმა ავტოსახელსნომ Mechatronik-მა უნიკლაური Mercedes-Benz SL-ის აღორძინების პროექტის დაწყება გამოაცხადა. კონკრეტულად 70-იანების და 80-იანების „მერსედესების“ R/C107 თაობა მათი საწყისი წერტილი გახდა.
გასაკვირი არაა, რომ მისი სახელი Project 107-ია. ინტერნეტში არსებული ჭორების ინტენსიურობის გამო, გერმანული ტიუნინგ ატელიე იძულებული გახდა მიმდინარე პროექტის სურათების გამოქვეყნება, მოგვიანებით ტექნიკურ მახასიათებლებსაც გაგვამცნობენ.
ეს ქმნილება Mechatronik-ის „ახალი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის ნაწილია, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში საყვარელ ძველ „მერსედესებს“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურავდა და სასწაულ ავტომობილებს ქმნიდა.
თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი, რა თქმა უდა, ძრავაა. Mechatronik-ს ჯერ არ გამოუცხადებია, R107-ის ქარხნულ ძალოვან აგრეგატს კონკრეტულად რომელი ძრავით ჩაანაცვლებს. არჩევანი საკმაოდ დიდი ექნება, რადგან SL-ის ძრავის სივრცე საკმაოდ დიდია და ტიუნინგ ატელიეს წინა მოდელებიდან გამომდინარე, ახალშიც AMG-ს რომელიმე V8 ძრავაა მოსალოდნელი.
იმაზე, რომ ტიუნინგ ატელიე დაკიდების სისტემაზე, მუხრუჭებსა და ინტერიერზე იზრუნებს, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ. Mechatronik-ის მიერ გადამუშავებული ძველი „მერსედესები“ ვიზუალურად და ტექნიკურად ყოველთვის სასურველი ავტომობილები იქნება.
„ჩვენი „ახალი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის 20-წლიანი გამოცდილების კვალობაზე წელს უფრო მაღალი მიზნის მიღწევა გადავწყვიტეთ“