BMW, ქურდობა, მეექვსე სერია
Aa
Aa

როცა BMW-ის მძღოლს თავი GTA-ში ჰგონია

ლოს-ანჯელესში სამართალდამცავებმა BMW-ის მეექვსე სერიის ავარიასთან კავშირში მყოფი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მეექვსე სერიის კაბრიოლეტი სავარაუდოდ მოპარული იყო, რის გამოც მას პოლიციის ეკიპაჟი დაედევნა, დევნა კი ავარიით დასრულდა.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. პოლიციის მტკიცებით, თავდაპირველად ავტომობილის მძღოლს შეიარაღებული მძარცველი დაედევნა, რომელმაც მას მუქარით პირადი საკუთრების რამდენიმე ნივთი - მათ შორის ჩანთა, საფულე და მობილური ტელეფონი წაართვა. შეიარაღებული მძარცველი მოპარული მეექვსე სერიით გადაადგილდებოდა, თუმცა ამ მანქანის წარმომავლობა ამ ეტაპისთვის პოლიციას არ დაუდგენია.

ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ პოლიციამ მოპარული BMW-ის დევნა მხოლოდ შეიარაღებული ძარცვის შემდეგ დაიწყო.

ვერტმფრენით გადაღებული კადრები, რომელმაც ძარცვის მომენტი დააფიქსირა, სოციალურ მედიაში გავრცელდა. ბევრ ავტომოყვარულს ამ კადრებმა Grand Theft Auto გაახსენა და ხუმრობდნენ კიდეც, რომ BMW-ის მძღოლს თავი სწორედ ლეგენდარულ თამაშში ეგონა. მძღოლმა გაქცევისას წესები არაერთხელ დაარღვია, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გზა გადაკვეთა, ბოლოს კი გზაჯვარედინზე მომავალ ავტომობილს შეასკდა. ამის შემდეგ, მანქანა დატოვა და გაქცევა უკვე ფეხით სცადა.

თეთრ მანქანასთან შეჯახების შემდეგ BMW მოცურდა და ხეს შეასკდა. შეჯახების შედეგად ავტომობილის ცალი მხარე სრულად დაზიანდა, მძღოლმა კი მანქანა ადგილზე მიატოვა და თავი ერთ-ერთ შენობას შეაფარა.

მისდა სამწუხაროდ, ვერტმფრენის კამერის ოპერატორი, მის ყოველ ნაბიჯს, თვალს ადევნებდა. საბოლოოდ პოლიციამ კრიმინალის დაკავება შეძლო და მას ბრალი როგორც ავარიის, ასევე ქურდობის მუხლით წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები