Honda, Accord, Honda Accord
Aa
Aa

მომაკვდავი კაცის ბოლო სურვილი: მოუარეთ ჩემს Honda Accord-ს

74,000-კილომეტრიანი გარბენით, ეს Honda პრაქტიკულად ახალია.

განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ ვიღაცამ გასაყიდად 2007 წლის Honda Accord-ი გამოიტანა. სხვადასხვა პლატფორმებზე ასობით ასეთი მანქანის პოვნა სულ რამდენიმე წუთში შეიძლება. თუმცა ეს 2007 წლის Honda Accord-ი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აუქციონზე გამოჩნდა, გამორჩეული რამდენიმე მიზეზის გამოა.

AutoHunter-ზე ავტომობილი ტაისონ ჰიუჯმა განათავსა - „იუითუბერმა“, რომელიც სწორედ Honda-ს და Acura-ს მოდელების შეგროვებითა და შეკეთებითაა ცნობილი. ერთ-ერთი მთავარი რაც ამ კონკრეტულ მოდელს გამოარჩევს, უჩვეულოდ დაბალი გარბენია, რაც რეალურად, საკმაოდ ტრაგიკული ამბითაა გამოწვეული.

Honda Accord-ს ამჟამინდელ მფლობელს სიმსივნე დაუდგინდა, რის გამოც მან მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა და ჰიუჯს მხოლოდ ორი რამ სთხოვა: გადაეღო განსაკუთრებული ვიდეო თავის საყვარელ Accord-თან ერთად და ეპოვა მისი ავტომობილისთვის ახალი მფლობელი, რომელიც მანქანას ისე შეიყვარებდა, როგორც თავად მას უყვარდა. ჰიუჯიმ პირველი თხოვნა მალევე შეასრულა, ახლა კი მეორე დანაპირების შესრულებას ცდილობს.

გასაყიდად გამოტანილი Accord-ი იდეალურ მდგომარეობაშია და 74,000-კილომეტრიანი გარბენით პრაქტიკულად ახალიცაა. 2007 წლის მოდელი 2.4-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი VTEC ძრავითაა აღჭურვილი. ეს მანქანა 5-სიჩქარიანი მექანიკაა. თუმცა, მხოლოდ ცოტა კარგი რამის თქმა თუ შეიძლება მის ინტერიერზე. ინტერიერის ერთადერთი უპირატესობა ამ მხრივ გადაცემათა კოლოფის ტყავის ბერკეტია.

სამწუხაროდ, ავტომობილის მფლობელი უკვე გარდაიცვალა. მისი მეგობარი კი Accord-ისთვის მზრუნველ მფლობელს კვლავ ეძებს. ამჟამად, აუქციონზე მანქანის გასაყიდ ფასაც $1,100-ია მითითებული. გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილს კი, ჰიუჯი სიმსივნესთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.  

 

.

მსგავსი სიახლეები