Ford, Cosworth, Top Gear, The Grand Tour, Escort RS Cosworth, Ford Escort
Aa
Aa

კლარკსონის მიერ გატესტილი Ford Escort RS Cosworth-ი აუქციონზე იყიდება

Top Gear-ისა და The Grand Tour-ი წამყვანებმა ამ Cossie-ის ერთწლიანი გამოცდა მოუწყვეს.

Ford Escort RS Cosworth-ი ბევრი ავტოენთუზიასტისთვის საყვარელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ცხელი ჰეჩბეკია“. საავტომობილო სამყაროში არანაკლებ ცნობილი სახელია ჯერემი კლარკსონიც, რომელიც მაყურებელმა Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ლეგენდარული სატელევიზიო შოუებიდან შეიყვარა.

Ford-მა Escort RS Cosworth-ი ჰომოლოგაციის მოთხოვნების შესაბამისად შექმნა. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 240 კილომეტრ/საათია. ეს Cosworth-ი პირველი სერიული წარმოების ავტომობილია, რომელსაც რეალურად მიმჭერი ძალა ჰქონდა. ავტომობილი სიმძლავრის 2/3-ს უკანა ბორბლებზე ანაწილებდა.

ჯერემი კლარკსონმა Escort RS Cosworth-ი ყველა დროის გამორჩეულ მანქანებს შორის დაასახელა. აუქციონის სახლის ინფორმაციით, ეს Ford-ი სერიულ წარმოებამდე შექმნილი სამი პროტოტიპიდან ერთ-ერთია. სწორედ ეს მანქანა გაუგზავნეს კლარკსონსაც გამოსაცდელად.

პირველი ტესტირებიდან ერთი წლის შემდეგ  კი, კლარკსონმა მანქანა ახლა უკვე Clarkson’s Car Years-ის სერიის გადაღებისას გამოსცადა.


ჰომოლოგაციის მოდელები საკმაოდ დიდი იშვიათობა გახდა, რის გამოც, აუქციონებზე მათი ფასიც ყოველთვის სოლიდურია. Escort RS Cosworth-იც საკმაოდ „იშვიათი ფრინველია“, რომლის მხოლოდ 2,500 ეგზემპლარიც არსებობს. იშვიათობასთან ერთად, მანქანის ფასს კლარკსონთან კავშირიც ზრდის. ამჟამად, აუქციონზე მანქანის გასაყიდი ღირებულება $81,250 – $93,750-ის ფარგლებში მერყეობს.

მსგავსი სიახლეები