Camaro, Chevrolet Camaro
Aa
Aa

ნარკოდილერების ფულით 1981 წლის Camaro პოლიციის მანქანად აქციეს

შერიფი კლასიკური ავტომობილის საპატრულო მანქანად გამოყენებას გეგმავს, დაკავებულებს კი წინა სავარძელზე „ჩაისვამს“.

Chevrolet Camaro-ს უახლესი თაობების პოლიციის მანქანები უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, 43 წლის წინანდელი მოდელის იმავე დანიშნულებით გამოყენება, ბევრად უფრო უჩვეულო მოვლენაა. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ 1981 წლის Camaro პოლიციის მანქანად ნარკოდილერების ფულით გადააკეთეს.  

სურათზე გამოსახული 1981 წლის Chevrolet Camaro პოლიციის ავტოპარკის უახლესი წევრია. მანქანა ონლაინ აუქციონზე $29 ათასად შეიძინეს და მხოლოდ შემდეგ აღჭურვეს პოლიციის ავტომობილისთვის საჭირო ყველა მოდიფიკაციით.

როგორც ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას შერიფმა უილიამ ფედერშპილმა განმარტა, Camaro-ს გადაკეთებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ნარკოტიკების ჩამორთმევის ფონდმა დაფარა. მისივე თქმით, Camaro პოლიციის გუნდის სიმბოლოდ იქცევა - „ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის მიმართ მისი დეპარტამენტის შეუწყნარებლობის“ - საჩვენებლად.

წლების მიუხედავად, Camaro-ს მხოლოდ 80,467 კმ აქვს გავლილი და როგორც ჩანს, შესანიშნავ მდგომარეობაშია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გამონაბოლქვის რეგულაციებიდან გამომდინარე, მოდელის 5.7-ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 165 ცხენის ძალამდე შეამცირეს.  

პოლიციის დეპარტამენტი 1981 წლის Camaro-ს ყოველდღიურ საპატრულო მანქანად გამოყენებას გეგმავს. თუმცა იმის გამო, რომ ავტომობილის უკანა მხარეს პატარა ადგილია, შერიფი დაკავებული პირების დეპარტამენტამდე მიყვანას წინა სავარძლის გამოყენებით აპირებს.

მსგავსი სიახლეები